Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ლონ მასკმა განაცხადა, რომ 2022 წელს SpaceX გაუშვებს Doge-1 თანამგზავრს მთვარეზე. მისივე თქმით, მისიის ღირებულება სრულად გადახდილია meme-კრიპტოვალუტ Dogecoin-ით. 

მასკმა ასევე დაურთო კომიკური ვიდეო, რომელშიც სხვებთან ერთად Dogecoin-ს მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. 

”პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში. პირველი meme კოსმოსში. მთვარისკენ !! ” - დაწერა SpaceX-ის ხელმძღვანელმა. 

კანადური Geometric Energy Corporation თანამგზავრის გაშვებას გეგმავს რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით 2022 წლის პირველ კვარტალში. Doge-1 მთვარის შესახებ შეაგროვებს ინფორმაციას. 

8 მაისს მასკი გახდა იუმორისტულ შოუ Saturday Night Live-ის სტუმარი-წამყვანი. დასასრულს მან სცენაზე მოიწვია დედა მეი მასკი და იხუმრა, რომ მისი საჩუქარი Dogecoin იქნება. 

მასკმა ფინანსურ ექსპერტ ლოუდ ოსტერტაგს სთხოვა dogefather დაეძახებინა და დეტალურად ისაუბრა meme-კრიპტოვალუტის შესახებ. 

წერის დროს ციფრული აქტივი 0.53 აშშ დოლარად იყიდებოდა. CoinGecko-ს თანახმად კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 69 მილიარდი აშშ დოლარია. 

image.png 

DOGE/USDT გრაფიკი ბირჟა Binance-ზე TradingView-სგან. 

Saturday Night Live-ის ეთერის დასასრულს Digital Currency Group-ის დამფუძნებელმა ბარი სილბერტმა განაცხადა Dogecoin-ში ღია მოკლე პოზიციის გახსნის შესახებ და პირობა დადო, რომ მიღებულ შემოსავალს ფინანსური განათლების რესურსებს შესწირავს. 

სილბერტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ქველმოქმედებაში გაიღებს 1 მლნ აშშ დოლარს, თუკი Dogecoin-ის კურსი 1 აშშ დოლარს მიაღწევს. 

შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა მარკ კიუბანმა ივარაუდა Dogecoin-ის 1 აშშ დოლარამდე გაზრდა. მისი აზრით, meme-კრიპტოვალუტა Bitcoin-ზე უკეთ შეეფერება ანგარიშსწორების საშუალებას, ამიტომ მისი მეშვეობით გარიგებების განხორციელება გაცილებით მარტივია. 

დრე ციფრული აქტივის ფასის ზრდის ფონზე კრიპტობირჟა Gemini-მ დაამატა Dogecoin-ის მხარდაჭერა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.