Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა დაასახელეს Ethereum-ის ფასის ზრდის მიზეზები და დარწმუნებით აღნიშნეს, რომ Altcoin-ების სეზონი უკვე გაჩაღდა. 

მათი დაკვირვებით, Bitcoin-ის დომინირების ინდექსი 2018 წლის შემდეგ პირველად ჩამოვდა 50%-იან ნიშნულს ქვემოთ. წლის დასაწყისიდან მოწყოლებული მაჩვენებელი 71%-დან 47%-მდე შემცირდა. 

image.png 

Bitcoin-ის დომინირების ინდექსი. წყარო: Arcane Research. 

Altcoin-ების საერთო კაპიტალიზაცია ოთხ თვეში 420%-ით - 222 მლრდ აშშ დოლარიდან 1.16 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

ბაზარზე არსებული მჟამინდელი სიტუაციის მიზეზებს შორის ანალიტიკოსებმა დაასახელეს მზარდი ინტერესი DeFi-სივრცის მიმართ. ეს გამოიხატა დეცენტრალიზებული ფინანსური პროექტების მრავალი ტოკენისა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასების ზრდაში. 

ტრანზაქციებზე Ethereum-ის ქსელში არსებული მაღალი საკომისიოების არსებობის გამო პოპულარული გახდა ალტერნატიული DeFi-პლატფორმების მონეტები - Solana და Binance Coin. ასევე აღნიშვნას იმსახურებს Dogecoin-ზე ატეხილი აჟიოტაჟი. 

ექსპერტებმა პარალელები გაავლეს 2017 წლის ხარულ ბაზართან, როდესაც Bitcoin-ის ფასის კონსოლიდაციის პერიოდებს თან ახლდა Altcoin-ების ფასების აქტიური ზრდა. მათ ინვესტორებს მოუწოდეს ყურადღებით შეისწავლონ აქტივები შეძენამდე და მოერიდონ საეჭვო პროექტების ტოკენებს. 

ნალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ Ethereum-ის რეკორდები დიდწილად განპირობებულია სპოტ-ბაზრების გავლენით. მათ მიუთიეს ფიუჩერსების მიმართ ღია ინტერესის და კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის თანაფარდობის შემცირებაზე. 

Ethereum-ის კურსის ამჟამინდელი აღმასვლა წინა მსგავსი ეტაპებისგან განსხვავებულია, რომელთა დროსაც იგი სპეკულაციურ კომპონენტს შეიცავდა. ამჟამად მაჩვენებელი 2.6%-მე შემცირდა, რაც 2.5-ჯერ აღემატება Bitcoin-ის ანალოგურ ნიშნულს (1.8%). 

image.png 

Ethereum-ის ფიუჩერსების ღია ინტერესის დინამიკა და ამ მაჩვენებლის თანაფარდობა კაპიტალიზაციასთან. წყარო: Arcane Research. 

შეგახსენებთ, Ethereum-კონტრაქტებზე მოკლევადიანი პოზიციების ლიკვიდაციის მოცულობა ახალ მაქსიმუმზე განახლდა კურსის 3500 აშშ დოლარამდე ზრდის ფონზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.