Magdalena Posted May 6, 2021 Posted May 6, 2021 Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა დაასახელეს Ethereum-ის ფასის ზრდის მიზეზები და დარწმუნებით აღნიშნეს, რომ Altcoin-ების სეზონი უკვე გაჩაღდა. მათი დაკვირვებით, Bitcoin-ის დომინირების ინდექსი 2018 წლის შემდეგ პირველად ჩამოვდა 50%-იან ნიშნულს ქვემოთ. წლის დასაწყისიდან მოწყოლებული მაჩვენებელი 71%-დან 47%-მდე შემცირდა. Bitcoin-ის დომინირების ინდექსი. წყარო: Arcane Research. Altcoin-ების საერთო კაპიტალიზაცია ოთხ თვეში 420%-ით - 222 მლრდ აშშ დოლარიდან 1.16 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბაზარზე არსებული ამჟამინდელი სიტუაციის მიზეზებს შორის ანალიტიკოსებმა დაასახელეს მზარდი ინტერესი DeFi-სივრცის მიმართ. ეს გამოიხატა დეცენტრალიზებული ფინანსური პროექტების მრავალი ტოკენისა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასების ზრდაში. ტრანზაქციებზე Ethereum-ის ქსელში არსებული მაღალი საკომისიოების არსებობის გამო პოპულარული გახდა ალტერნატიული DeFi-პლატფორმების მონეტები - Solana და Binance Coin. ასევე აღნიშვნას იმსახურებს Dogecoin-ზე ატეხილი აჟიოტაჟი. ექსპერტებმა პარალელები გაავლეს 2017 წლის ხარულ ბაზართან, როდესაც Bitcoin-ის ფასის კონსოლიდაციის პერიოდებს თან ახლდა Altcoin-ების ფასების აქტიური ზრდა. მათ ინვესტორებს მოუწოდეს ყურადღებით შეისწავლონ აქტივები შეძენამდე და მოერიდონ საეჭვო პროექტების ტოკენებს. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ Ethereum-ის რეკორდები დიდწილად განპირობებულია სპოტ-ბაზრების გავლენით. მათ მიუთითეს ფიუჩერსების მიმართ ღია ინტერესის და კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის თანაფარდობის შემცირებაზე. Ethereum-ის კურსის ამჟამინდელი აღმასვლა წინა მსგავსი ეტაპებისგან განსხვავებულია, რომელთა დროსაც იგი სპეკულაციურ კომპონენტს შეიცავდა. ამჟამად მაჩვენებელი 2.6%-მდე შემცირდა, რაც 2.5-ჯერ აღემატება Bitcoin-ის ანალოგიურ ნიშნულს (1.8%). Ethereum-ის ფიუჩერსების ღია ინტერესის დინამიკა და ამ მაჩვენებლის თანაფარდობა კაპიტალიზაციასთან. წყარო: Arcane Research. შეგახსენებთ, Ethereum-კონტრაქტებზე მოკლევადიანი პოზიციების ლიკვიდაციის მოცულობა ახალ მაქსიმუმზე განახლდა კურსის 3500 აშშ დოლარამდე ზრდის ფონზე. https://bit.ly/3h8BlZ8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.