Magdalena Posted April 27, 2021 Posted April 27, 2021 Xiaomi-მ პრეს-კონფერენცია გამართა ახალი ინტელექტუალური საკუთრების, სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, რომელზეც მოიწვია მრავალი ექსპერტი სხვადასხვა ინდუსტრიიდან. პრეს-კონფერენციაზე კომპანიამ განაცხადა, რომ მას მრავალი მიღწევა აქვს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში. Xiaomi-ს მონაცემებით, გასული წლის ბოლოსთვის კომპანიას მსოფლიოში 19 ათასი პატენტი ჰქონდა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ამ პატენტების თითქმის ნახევარი მიღებულია ჩინეთის ფარგლებს გარედან. რაც შეეხება სავაჭრო ნიშნებს, გასული წლის ბოლოსთვის Xiaomi-მ განაცხადი შეიტანა 27000-ზე მეტ სავაჭრო ნიშანზე მთელ მსოფლიოში. სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადები მოიცავს 160-ზე მეტ ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებში ინოვაციებს, Xiaomi ლიდერია 100-ზე მეტი სტანდარტით ჩინეთში. ამას გარდა, Xiaomi-მ განაცხადა, რომ კომპანია მსოფლიოში 5G სფეროში მიღწევებით საუკეთესო 15-ეულის ჩამონათვალში შევიდა. კომპანიამ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს ტექნოლოგიებზე ორიენტირებას, წინსვლას და ინოვაციების გამოყენებას. https://bit.ly/2QkMRpH Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.