Magdalena Posted April 26, 2021 Posted April 26, 2021 შტატ ტენესის ქალაქ ჯექსონის ადმინისტრაცია შეისწავლის პირველი კრიპტოვალუტის პოტენციალს ფინანსურ სისტემაში მისი ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ განაცხადა ქალაქის მერმა Scott Conger-მა. მისი თქმით, ხელისუფლება განიხილავს საჯარო მოხელეების ციფრული ოქროთი ხელფასების გადახდის შესაძლებლობას. „ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ სერიოზულად ვსწავლობთ Bitcoin-ის მაინინგს ჩვენს ბალანსზე დამატებისთვის“ - აღნიშნა მერმა. მანამდე მაიამის მერმა ფრენსის სუარესმა ისაუბრა იმ გეგმების შესახებ, რომლელთა მიხედვითაც საჯარო მოხელეები ანაზღაურებას მიიღებენ პირველ კრიპტოვალუტაში. მან ასევე არ გამორიცხა ქალაქის ბიუჯეტის 1%-ის Bitcoin-ზე გადატანა. მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ ხმა მისცა ციფრული ოქროს მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირების ვარიანტებს. მიმდინარე თვეში ცნობილი გახდა, რომ NBA-ს საკალათბურთო კლუბი Sacramento Kings გეგმავს გუნდის და დამხმარე პერსონალის მიერ Bitcoin-ში ხელფასების მიღების შესაძლებლობის რეალიზებას. https://bit.ly/3sOEtvJ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.