Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

20 აპრილს Purpose Ether ETF-მ, CI Galaxy Ethereum ETF-მა და Evolves Ether ETF-მა დაიწყეს ვაჭრობა ტორონტოს საფონდო ბირჟაზე (TSX). 

16 აპრილს კანადის მარეგულირებელმა ორგანოებმა ნება დართეს ამოქმედებულიყო Purpose Investments-ის, CI Global Asset Management-ისა და Evolve Funds-ის მსოფლიოში პირველი საბირჟო საინვესტიციო ფონდები Ethereum-ის ბაზაზე. CI Galaxy Ethereum ETF-მ და Evolves Ether ETF-მ უარი თქვეს მართვის საფასურზე 15 ივნისამდე და 31 მაისამდე, შესაბამისად. პირველი ფონდი სესხულობს 0.4%-ს აქტივების წმინდა ღირებულებისგან (NAV). Purpose Ether ETF-ის შემთხვევაში მართვის საფასური 1%-ს შეადგენს. 

კანადამ დაადასტურა მსოფლიოში პირველი საბირო საინვესტიციო ფონდების ამოქმედება კაპიტალიზციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის საფუძველზე იმ მოვლენიდან ორი თვის შემდეგ, რაც დარეგისტრირდა პირველი Bitcoin-ETF. იმ დროს მოხდა Purpose Investments-ის განაცხადის განხილვა. 

შეგახსენებთ, მარტში კანადამ დაადასტურა CI Global Asset Management-ისა და Galaxy Digital-ის Bitcoin-ETF-ის ამოქმედება, აპრილში კი - 3iQ Corp-ისა და CoinShares-ის ანალოგიური სერვისების მოქმედება გახდა ნებადართული. 

18 აპრილს კომპანია Horizons ETFs Management-მა აამოქმედა BetaPro Inverse Bitcoin ETF - მსოფლიოში პირველი საპირისპირო საბირჟ ფონდი, რომელიც დაფუძნებულია პირველ კრიპტოვალუტაზე. 

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაიწყო საინვესტიციო ფირმ VanEck-ისა და აქტივების მმართველი WisdomTree-ს განაცხადების განხილვა Bitcoin ETF-ის გამოშვების შესახებ. 

მათ პარალელურად, ციფრული ოქროს ბაზაზე საბირჟო საინვესტიციო ფონდების ამოქმდებასან დაკავშირებით განაცხადები შეიტანეს შემდეგმა კომპანიებმა: NYDIG, Bitwise, Valkyrie Digital Assets, Kryptoin, SkyBridge Capital с First Trust Advisors, Fidelity Investments და Galaxy Digital. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.