Magdalena Posted April 24, 2021 Posted April 24, 2021 Samsung Galaxy-ის შემდეგი თაობის დასაკეცი სმარტფონების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ ორი ახალი მოწყობილობა გამოჩნდება: Samsung Galaxy Z Fold 3 და Samsung Galaxy Z Flip 3. Galaxy Z Flip 3 ხელმისაწვდომი იქნება რვა ფერის ვარიანტებად: იისფერი, მწვანე, შავი, კრემისფერი, ვარდისფერი, მუქი ლურჯი, თეთრი და ნაცრისფერი. რაც შეეხება მახასიათებლებს, წარმოდგენილი იქნება 10-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა და 3200 მა/სთ მოცულობის ორი ბატარეა. ორივე სმარტფონი დამყარებული იქნება Snapdragon 888 ჩიპზე. Z Flip 3 წარმოდგენილი იქნება 1.81-დუიმიანი დამატებითი დისპლეით, Z Flip-ში გამოყენებული იყო 1.1-დუიმიანი დისპლეი. Samsung-ის დასაკეცი სმარტფონის გამოსვლა ზაფხულშია მოსალოდნელი. ორიგინალი Galaxy Z Flip ვერსია გამოვიდა 2020 წლის პირველ ნახევარში, მაგრამ მიმდინარე წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. სმარტფონების პრეზენტაცია შედგება დაახლოებით ივლის-აგვისტოში. ფასები კვლავინდებურად 1000 აშშ დოლარზე მაღალი იქნება, თუმცა საზოგადოება იმედოვნებს, რომ Samsung გამოუშვებს მომხმარებელთა უმეტესობისთვის ხელმისაწვდომ მოდელებს. https://bit.ly/2QKaQhF Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.