Magdalena Posted April 15, 2021 Posted April 15, 2021 ღონისძიება GPU Technology Conference-ზე კომპანია NVIDIA-მ დააანონსა აპარატული პლატფორმა DRIVE Atlan, რომელიც გათვლილია თვითმართვადი ტექნოლოგიების მქონე სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისთვის. კომპანია ახალ მოწყობილობას უწოდებს „მონაცემთა დამუშავების ცენტრს საბურავებზე“. არსებითად, DRIVE Atlan ჭკვიანი ავტომობილის მთლიან გამომთვლელ ინფრასტრუქტურას ერთ ჩიპში აერთიანებს. DRIVE Atlan პლატფორმაში გაერთიანებულია NVIDIA-ს მიღწევები რობოტექნიკის, უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. ჩიპის შემადგენლობაში შედის ARM არქიტექტურის ახალი თაობის გამომთვლელი ბირთვები, აგრეთვე ღრმა მანქანური სწავლებისა და მანქანური ხედვის ამაჩქარებლები. პლატფორმის წარმადობა აღემატება 1000 TOPS-ს (ტრილიონი ოპერაცია წამში). პლატფორმას შეუძლია უზრუნველყოს ავტომობილის თვითმავალი სისტემების, ინტელექტუალური ბორტ-ინსტრუმენტების და მულტიმედია პროგრამების ერთდროული ფუნქციონირება. ამავე დროს, კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს. სამწუხაროდ, DRIVE Atlan-ის ნიმუშები ხელმისაწვდომი მხოლოდ 2023 წელს გახდება. ამ პლატფორმის ბაზაზე მოქმედი სატრანსპორტო საშუალებები ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდება. https://bit.ly/3297Spp
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now