Magdalena Posted April 14, 2021 Posted April 14, 2021 YouTube-არხ Moore's Law Is Dead-ზე გამოჩნდა Intel-ის პირველი ვიდეო დაფის ფოტოები, დასახელებით XE-HPG. იუთუბერის ინფორმაციით, ვიდეო დაფას ექნება 16GB GDDR6 256bit მეხსიერება და 2,2 გჰც სიხშირე. თუკი ამ მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, Intel-ის ვიდეო დაფა სიმძლავრით უკან ჩამოიტოვებს NVIDIA RTX 3070-ს, თუმცა ჩამორჩება RTX 3080 დაფას. ვიდეო დაფა დიდი ალბათობით მაინერების ყურადღებას მიიპყრობს და თუკი Intel-ს გეგმაში აქვს წინ აღუდგეს ვიდეო დაფების დეფიციტს და გეიმერებს ხელმისაწვდომ ფასად კარგი ვიდეო დაფის შეძენის საშუალება მისცეს, ასეთ შემთხვევაში კომპანიას მოუწევს იზრუნოს იმაზე, თუ როგორ შეზღუდოს XE-HPG დაფის მაინინგში გამოყენების შესაძლებლობა. XE-HPG-ს ექნება DLSS ტექნოლოგიის ანალოგი - XeSS და რეითრეისინგის მხარდაჭერა. თავად ვიდეო დაფა მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს, შესაბამისად, მისი ფასი არ უნდა იყოს 300 აშშ დოლარზე მეტი. ვიდეო დაფის გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლოსთვის. https://bit.ly/2PNP4tv Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.