Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

2021 წელ Ethereum-მა შესაძლოა მომგებიანობის კუთხით Bitcoin-ს გადააჭარბოს და მისმა ფასმა მიაღწიოს 10 ათას აშშ დოლარს - ამგვარი პროგნოზი გამოთქვა ცნობილმა კრიპტოტრეიდერმა და The Wolf Of All Streets პოდკასტის წამყვანმა სკოტ მელკერმა Cointelegraph-თან ინტერვიუში. 

მისი აზრით, Bitcoin-ის ფასის კონსოლიდაციის მიმდინარე პერიოდი მეტად ოპტიმისტური გახდა კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტისთვის, რომლის კურსმა ცოტა ხნის წინ ახალ მაქსიმუმს მიაღწია. სწორედ Ethereum-ის წარმადობა დაასახელა ტრეიდერმა Altcoin-ების ბაზრის ზრდის მთავარ კატალიზატორად. 

მან განაცხადა, რომ ბოლო თვეებში მან თავისი სტრატეგია დიდწილად შეცვალა პირველი კრიპტოვალუტიდან Ethereum-ის სასარგებლოდ.  

ეს მე მაგონებს ინტერნეტში ინვესტირებას 1990-იანი წლების დასაწყისში“ - განაცხადა მელკერმა. 

გი Ethereum-ის ფასის მისეულ მოკლევადიან პროგნოზს გადამეტებულ სითამამედ არ თვლის: 

„არ მესმის, რატომ არის ეს წარმოუდგენელი რამ. რეალურად, ეს იქნება ფასის მხოლოდ ხუთჯერ ზრდა. Bitcoin-ის ფასი გასულ წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა“. 

შეგახსენებთ, ბირჟა Kraken-ის ანალიტიკოსებმაც დაუშვეს, რომ Ethereum-ის შემოსავლიანობა გადააჭარბებს Bitcoin-ის მაჩვენებელს, თავად მონეტის ფასი კი 15 ათას დოლარზე მეტი იქნება. 

კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ზრდაში დარწმუნებულია საინვესტიციო კომპანია SkyBridge Capital-ის დამფუძნებელი და მმართველი ენტონი სკარამუჩი. 

2021 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი გაიზარდა 103%-ით, ეს იყო ფლაგმანური კრიპტოვალუტის საუკეთესო მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ. Ethereum-ის კოტირებებმა 250%-ზე მეტით მოიმატა. 

  • Upvote 1
Posted

10000$ ჯერ არ ვიცი როდის ავა, თუ ავიდა მაქამდე მაგრამ ისეთი პირი უჩანს რომ 2500$ მალე მიუახლოვდებიან უკვე და 65000$ ნიტკოინს და ეგ მინიმუმ, მერე შეიძლება კიდე უფრო რეზკი ზრდა დაიწყოს 

Posted

10k არაფერი არაა 100% ავა ამ ციკლზე, მე დაჟე მგონია 20-ს მიუკაკუნებს 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.