Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ წყაროების ინფორმაციით კომპანია Xiaomi Redmi ბრენდის პირველ გეიმინგ სმარტფონს დააანონსებს მიმდინარე თვის შუა პერიოდში ან ბოლოს. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება MediaTek-ის პლატფორმაზე. 

image.jpeg 

მოწყობილობის მზადების შესახებ ადრე ისაუბრა Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა Lu Weibing-მა. მისი თქმით, ახალი სმარტფონისთვის შერჩეულია პროცესორი Dimensity 1200 რვა ბირთვით (3.0 გჰც-მდე), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G77 MC9 და 5G მოდემი. 

როგორც ამჟამად გახდა ცნობილი, სმარტფონის კოდური დასახელებაა M2104K10x. მზადდება რამდენიმე რეგიონალური მოდიფიკაცია: მაგალითად, ჩინური ვერსიის კოდია M2104K10C. ამასთან, ვრცლდება ცნობები, რომ ზოგიერთ ბაზარზე ახალი მოწყობილობის დებიუტი შესაძლოა შედგეს Poco ბრენდის სახელით. 

image.jpeg 

მოწყობილობას ექნება AMOLED დისპლეი 120 ჰც კადრის განახლების სიხშირით, მრავალმოდულიანი კამერა 64-მეგაპიქსელიანი ძირითადი სენსორით და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე ფიზიკური ღილაკები თამაშების მართვისთვის. 

ახალი Redmi იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი, რომელიც სპეციალურად გეიმერებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი ფასი სავარაუდოდ 350 აშშ დოლარიდან დაიწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.