Jump to content

Recommended Posts

Posted (edited)

gigabyte_gtx590.jpg

რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა GiGABYTE-ს ახალი ვიდეო დაფის სურათები და ბენჩები. Gigabyte-ს ახალი ვიდეო დაფის GTX590-ის დასახელება იქნება GV-N590D5-3GD-B. იგი იყენებს რეფერენს ქულერს, როგორიც დაახლოებით Asus-ს აქვს.

ყველაზე საინტერესო მისი შეფუთვაა, რომელიც დევს უზარმაზარ "ყუთში".

ვიდეო დაფის ბენჩები მართლაც რომ საინტერესოა. ვიდეო დაფას ამ ბენჩებში კონკურენციას უწევს HD6990 სტოკ ვერსია (830MHz) და HD6990 OC ვერსია (880MHz), ასევე GTX580. GTX590 ის სიხშირეები სტოკია. ყველა ტესტი გატარებულია 1920×1200 რეზოლუციაზე. მართალია GTX580 თამაშებში კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ 2 ბირთვიანი კარტები მაინც წინ არიან.

ვიდეო დაფა DirectX 10 ის მეშვეობით ძალიან კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ DirectX11 ით ცოტა შეფერხებებია, იმედი გვაქვს ახალი დრაივერების აფდეითები გამოასწორებენ ამ პრობლემას.

gigabyte_gtx590_04.jpg

74713620.jpg

რეზულტატებში GTX590 ჯობნის HD6990 ის OC-ვერსიას DMC4, Street Fighter 4 და HAWX-ში 10-20 FPS ით, როდესაც 1-4 FPS თი დაბალი შედეგი აქვს Crysis Warhead და FarCry 2-ში. ეს იმის მანიშნებელია, რომ ვიდეო დაფის OC ვერსია თავისუფლად აჯობებს AMD-ს ვიდეო დაფას. მართალია მისი დარაზგონება ცოტა შეზღუდული იქნება, მაგრამ მემგონი ჯობია 100$ ით მეტი გადაიხადო, დაარაზგონო ვიდეო დაფა და გქონდეს CUDA, Physx და 3D vision ის მხარდაჭერა.

gigabyte_gtx590_03.jpg

Edited by #Skinhead
  • Upvote 4
Posted

მშვენიერია შეფუთვაც და მაუსიც

კარტაზე რა გითხრათ აბა :D ერთფეროვანი დიზაინი ჯერ ისევ 590 ისა

გავიტანე პორტალზე ,ცოტა უზუსტობები კი არის ხოლმე და ისეთი ლექსიკა რაც მკითხველისთვის არაა :D

არ გეწყონოს უბრალოდ გთხოვთ რომ სიტყვა "რაზგონი" ის ნაცვლად Overclocking ჩავსვათ ან აჩქარება

ხო კიდე ქულერს რაც შეეხება ჯერ ჯერობით ყვლეა დირმის კარტას ეგეთი აქვს მხოლოდ ASUS ს არა :)

შენ წერა გააგრძელე და პორტალზე გატანა და ა.შ მივხედავთ :) :thumbsup:

Posted

გოტოი ფოტოი :D მოგი**** ენა :D

Posted

არ გეწყონოს უბრალოდ გთხოვთ რომ სიტყვა "რაზგონი" ის ნაცვლად Overclocking ჩავსვათ ან აჩქარება

არა რა არის საწყენი.

არის უფროსო, მომავლისთვის გავითვალისწინებ :D

Posted

უბრალოდ რაზგონი არაქართული სიტყვაა და სასტიკად არ მიყვარს :D მარტო ჩემზე არაა ზოგმა ის არ იცის რომ OC და რაზგონი ერთIა :xelitavi:

Posted

არადა მართლა კარგი დონის გეიმერული მაუსია, თუ უფასოთ მოდის კარტასთან ერთან კომპლექტში რითია ცუდი ვარიანტი, თან იგივე ფასი თუ ადევს რაც სტანდარტულ სტოკ ვერსიებს, ანუ 700$

Posted (edited)

:cekva: დღეიდან ვიწყებ ამ კარტაზე ოცნებას :crazy:

Edited by OKELA
Posted

:cekva: დღეიდან ვიწყებ ამ კარტაზე ოცნებას :crazy:

:lol2:

Posted

:cekva: დღეიდან ვიწყებ ამ კარტაზე ოცნებას :crazy:

:D

EVGA საზე ჯობია :D

Posted

ხო ისე მართალი გავარტყი ამის შეფუთვას. ამას ბევრი აჯობებს კიდე ევგას გარდა:)

ეს თუ დავითრიე სულ ცოტა 1.5 წელი გავიჩერებ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.