Jump to content

Recommended Posts

Posted

წინასწარ დიდი ბოდიში თუ უადგილო ადგილას ან არასწორად გავხსენი თემა, მაგრამ იმედია ამ ერთხელ მაპატიებთ. მოკლედ გუშინ კომპმა აურია, ჩართვის დროს ჯერ წკაპუნის ხმებს უშვებდა, მგონი სულ უშვებს ხოლმე ამ ხმას, მაგრამ ერთხელ, ეხლა კი ერთი ოთხჯერ გამოუშვა და მერე ჩაირთო ეკრანი Windows-ის ჩატვირთვის ფანჯარა გამოიტანა და მერე გაიყინა. დავარესტარტე და მერე ვაბშე გაითიშა და თავისით ჩაირთო, მოკლედ 3-4 ცდაში ჩაირთო და მერე ჩვეულებრივად მუშაობდა, მოკლედ მგონი კვების ბლოკი ურევს და ვინც ერკვევით გთხოვთ დამეხმაროთ, Everest-ით ასეთ Voltage Values მაჩვენებს

CPU Core 1.25 V

+2.5 V 1.76 V

+3.3 V 3.28 V

+5 V 5.05 V

+12 V 0.77 V (ეწვი მაქვს რო ეს რაღაც ნიტოა )

+5 V Standby 5.11 V

VBAT Battery 3.07 V

GPU Vcc 3.29 V

მოკლედ ამ ვოლტაჯებში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ +12 რაღაც ვერ არის ხოდზე და იქნებ ვინმე მცოდნემ მითხრას ნორმალურია თუ არა ეს მონაცემი? წინასწარ დიდი მადლობა

Posted

ევერესტის ძაბვებს ნუ ენდობი

სისულელლეებია ეგ

ბიოსში უნდა ნახო hardware monitor

მანდ იქნება რეალური ძაბვები

რაც შეეხება შენს პრობლემას

შეიძლება კვებაც იყოს შეიძლება მაზერის ბრალიც არის

კვების ბლოკის ქულერი ტრიალებს?

Posted

ბიოსის ჰარდვეა მონიტორში ნახე აბა რას გაჩვენებს

მაგრამ ყველა მაზერს არ აქვს მაგის ტესტი

ვოლტმეტრი რო მიაერთებინო ვინმესგან დაგანახებდა ზაბვას

Posted

ეხლა დავარესტარტე კომპი და ბიოსში ვნახე +12V და სხვებიც თითქოს წესრიგშია ყველა ქულერი ტრიალებს ჩვეულებრივად. არ ვიცი ამას რამე მნიშვნელობა აქვს თუ არა, მაგრამ Seven-ი მიყენია და მოკლედ ეს Windows-ის Boot Screen რო გამოდის მაქამდე ჩვეულებრივად მივიდა და მერე უკვე რო უნდა ჩაირთოს Windows და შეცვალოს რეზოლუცია გადავიდეს მანდ გაშეშდა ერთი 4-ჯერ ეხლა ძლივს ჩავრთე. რო ირთვება მერე ჩვეულებრივად მუშაობს ყველაფერი, და ყოველი დარესტარტების დროს უშვებს ერთი 5-ჯერ ამ ტკაცუნის ხმას (არ ვიცი სხვანაირად როგორ ავხსნა) და სანამ ეს ხმა არის მონიტორი არ ირთვება მერე წრიპინებს და მონიტორიც ირთვება =S ალბათ ჯობია მივიტანო ფირმაში, ალგორითმში მაქვს ნაყიდი და გარანტია ჯერ არ გასვლია თორე გავხსნიდი და რამეს დავეჩალიჩებოდი =)მე მაინც კვების ბლოკის ბრალი მგონია =S

Posted

ტკაცუნის ხმა საერთოდ ხარდის გამო აქვს ხოლმე, მაგრამ შეიძლება კულერიც ატრაკებდეს ან რაღაცა ედებოდეს კეისში, კაბელებიც გადაამოწმე რამე გამოძრობილი ხომ არაა კეისში ან არ ზის კარგათ

Posted

ეგ კვება, რაც გიწერია, K-MEXის არის ხო?

თუ ეგაა, მაშინ მეეჭვება რომ მაგ სისტემაზე გეყოს.

ჩემი PW500ია და რაც მიწერია იმას ვერ ყოფნის..

Posted

ხო პირველ რიგში მეც ჰარდი ვიფიქრე, მაგრამ ამ სიმპტომების მერე თუ ჩაიტვირთა Windows მერე არაფერი არ ჭირს საერთოდ, არც ნაგრუზკაზე ენძრევა და არც რამე სხვა სიმპტომი აქვს. კაბელებს გადავამოწმებდი მარა გარანტია არ გამსვლია ჯერ და ვერ ვშლი კეისს, მოკლედ ყველა პონტში უნდა წავიღო ალგორითმში მარა სანამ იქ მივიტანდი და რამე სისულელეს მეტყოდნენ გამოცდილი ხალხის აზრი მაინტერესებდა =)კვება აზრზე არ ვარ K-Max არის თუ რა არის ყიდვის დროს არ დავინტერესებულვარ და ეხლა არ დამიშლია და ისე არ ვიცი როგორ გავიგო, ერთი PW700 როა ეგ ვიცი მონაცემების ფურცელზე ეწერა. მოკლედ 2-3 დღეა დაეწყო ეს პრობლემა მანამდე "ვირივით" მუშაობდა :D ეს ტკაცუნი მართლაც წააგავს ვინჩესტერი რო ვერ იტვირთება იმ ხმას მარა აქ მარტო ტკაცუნის ხმაა და თან რო ვუსმენ ვინტიდან არ მოდის ეგ ხმა =S სადღაც კვების ბლოკის მიდამოებიდან ისმის

  • 2 months later...
Posted

ვინჩესტერს მიხედე სასწრაფოდ

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.