Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MediaTek პირველ ადგილზე მოხვდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებლების რეიტინგში. რესურს DigiTimes-ის ცნობით, ამგვარი მონაცემები მოჰყავს ანალიტიკურ კომპანია Omdia-ს.  

image.jpeg 

გასულ წელს MediaTek-მა გლობალური მასშტაბით გაყიდა 351.8 მილიონი პროცესორი სმარტფონებისთვის. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 238.0 მილიონი ერთეული იყო. ამრიგად, მიწოდება გაიზარდა 113.8 მილიონი ერთეულით, ანუ 47.8%-ით. 

აღიშნულია, რომ 2020 წლის შედეგებით MediaTek-ის წილმა სმარტფონების ჩიპების ბაზარზე შეადგინა 27.2%, 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 17.2% იყო. ამრიგად, წლიური გათვლით ეს კომპანია პირველად გახდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებელი და Qualcomm უკან ჩამოიტოვა.  

სევე ცნობილია, რომ გასულ წელს MediaTek-ის უმსხვილესი დამკვეთი იყო ჩინური კომპანია Xiaomi. კერძოდ, 2020 წელს ამ კომპანიამ გამოუშვა MediaTek-ის პლატფორმაზე შექმნილი 63.7 მლნ სმარტფნი, 2019 წელს კი - 19.7 მილიონი ერთეული. წლის განმავლობაში ამგვარი მოწყობილობების რიცხვი 222.3%-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

კომპანია OPPO-მ 2020 წელს გაყიდა 55.3 მილიონი სმარტფონი MediaTek-ის პროცესორით, 2019 წელს - 46.3 მლნ. სამხრეთკორეულმა გიგანტმა Samsung-მა ამგვარი მოწყობილობების მიწოდების მაშტაბი გაზარდა წლიური გამოთვლით 254.6%-ით - 43.3 მილიონ ერთეულამდე.  

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2020 წელს MediaTek-მა დიდ წარმატებას მიაღწია სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. მიმდინარე წელს კომპანია აპირებს გააგრძელოს ამ ბიზნესის აქტიური განვითარება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.