Magdalena Posted March 31, 2021 Posted March 31, 2021 კომპანია MediaTek პირველ ადგილზე მოხვდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებლების რეიტინგში. რესურს DigiTimes-ის ცნობით, ამგვარი მონაცემები მოჰყავს ანალიტიკურ კომპანია Omdia-ს. გასულ წელს MediaTek-მა გლობალური მასშტაბით გაყიდა 351.8 მილიონი პროცესორი სმარტფონებისთვის. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 238.0 მილიონი ერთეული იყო. ამრიგად, მიწოდება გაიზარდა 113.8 მილიონი ერთეულით, ანუ 47.8%-ით. აღიშნულია, რომ 2020 წლის შედეგებით MediaTek-ის წილმა სმარტფონების ჩიპების ბაზარზე შეადგინა 27.2%, 2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 17.2% იყო. ამრიგად, წლიური გათვლით ეს კომპანია პირველად გახდა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპსეტების უმსხვილესი მომწოდებელი და Qualcomm უკან ჩამოიტოვა. ასევე ცნობილია, რომ გასულ წელს MediaTek-ის უმსხვილესი დამკვეთი იყო ჩინური კომპანია Xiaomi. კერძოდ, 2020 წელს ამ კომპანიამ გამოუშვა MediaTek-ის პლატფორმაზე შექმნილი 63.7 მლნ სმარტფონი, 2019 წელს კი - 19.7 მილიონი ერთეული. წლის განმავლობაში ამგვარი მოწყობილობების რიცხვი 222.3%-ით გაიზარდა. კომპანია OPPO-მ 2020 წელს გაყიდა 55.3 მილიონი სმარტფონი MediaTek-ის პროცესორით, 2019 წელს - 46.3 მლნ. სამხრეთკორეულმა გიგანტმა Samsung-მა ამგვარი მოწყობილობების მიწოდების მაშტაბი გაზარდა წლიური გამოთვლით 254.6%-ით - 43.3 მილიონ ერთეულამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2020 წელს MediaTek-მა დიდ წარმატებას მიაღწია სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროცესორების ბაზარზე. მიმდინარე წელს კომპანია აპირებს გააგრძელოს ამ ბიზნესის აქტიური განვითარება. https://bit.ly/3tWGHKi Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.