Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Microsoft-მა ორმაგი ეკრანის მქონე მოწყობილობებში, როგორიცაა Surface Duo, ბოლო ბეტა-ვერსიის განახლების შედეგად დაამატა Xbox Game Pass აპლიკაციის მხარდაჭერა. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მეტი კომფორტი ცალკეული სენსორული მართვის საშუალებით ისეთი თამაშებისას, როგორებიცაა Minecraft Dungeons და Gears 5. 

image.jpeg 

წყარო: Windows Central 

Surface Duo-ზე სენსორული მართვის თამაში ჩართვისას ორ ეკრანზე ნაწილდება. ზედა დისპლეიზე აისახება თავად თამას პროცესი, მართვის ელემენტები კი ჩამოტანილია ქვედა ეკრანზე, რომელიც იმპროვიზირებული გეიმპადის ფორმით გვევლინება. დეველოპერებს შეუძლიათ  თავიანთ პროექტზე მართვის ეკრანის ელემენტების ადაპტირება თავად მოახდინონ, ამიტომ ზოგიერთ თამაშს სხვადასხვა სენსორული ღილაკი და განლაგება გააჩნია. 

image.jpeg 

წყარო: Windows Central 

როგორც რესურს Windows Central-მა აღნიშნა, Xbox Game Pass-ის ზოგიერთ თამაშში მხარდაჭერილია მართვა Surface Duo-ს ჩაშენებული გიროსკოპის მეშვეობით. მაგალითად, Gears 5-ში შეძლებთ ირგვლივ მიმოიხედოთ სმარტფონის ფიზიკური გადაადგილების შედეგად. 

თავად Microsoft-მა ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთა მინიშნება Surface Duo-ში ამ ფუნქციის გამოჩენის შესახებ, თუმცა მხოლოდ ახლა დაიწყო მისი რეალიზება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.