Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა პენტაგონის გადაწყვეტილება Xiaomi-სთვის სანქციების დაწესების შესახებ. Huawei-ს მაგალითზე შესაძლებელია დავრწმუნდეთ, რომ მსგავს ინიციატივებს შეუძლია კომპანიისთვის გლობალური მასშტაბის ზიანის მიყენება. 

image.jpeg 

გარკვეული დროის წინ ამერიკელმა სამხედრო ძალებმა მოითხოვეს, რომ ამერიკულ კომპანიებს აკრძალვოდათ სმარტფონების ჩინუ მწარმოებელთან ურთიერთობა იმ მოტივით, რომ მათი ვარაუდით Xiaomi კავშირში იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსთან. 

იანვრის შუა რიცხვებში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, პენტაგონმა Xiaomi და კიდევ რვა კომპანია დაამატა ჩამონათვალში, რითაც ამერიკელ ინვესტორებს დაავალდებულა, რომ გაეყიდათ თავიანთი წილები შესაბამის ბიზნესში. შეზღუდვები ძალაში უნდა შესულიყო მომდევნო კვირაში, მაგრამ იანვრის ბოლოს Xiaomi-მ სასამართლოს საჩივრით მიმართა, მოითხოვა მისი სიიდან ამოღება და ამგვარ ქმედებას უწოდა უკანონო და არაკონსტიტუციური. კომპანიის განცხადების თანახმად მას საერთო არაფერი აქვს ჩინეთის არმიასთან.  

პარასკევს სასამართლომ დაადგინა, რომ Xiaomi არ აგდებს საფრთხეში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ აშშ-ის ძალოვნებს. Xiaomi-მ განაცხადა, რომ მომავალში მოითხოვს სამუდამოდ ამოიღონ იგი სანქციების სიიდან. 

მოგეხსენებათ, რომ ამერიკელების მხრიდან Huawei-სა და მის ბრენდ Honor-ზე სანქციების დაწესებამ განაპირობა ის, რომ მწარმოებელს მოუწია გაეყიდა თავისი ბიზნესის წილი და მთლიანად ან ნაწილობრივ დაეტოვებინა ქსელის აღჭურვილობისა და სმარტფონების რეგიონალური ბაზრები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.