Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

სტრიმინგ-სერვისი Netflix შეიძენს პირველ კრიპტოვალუტას რეზერვების მართვის პოლიტიკის ფარგლებში, ონლაინ-რითეილერი Amazon კი მას დაამატებს, როგორც ანგარიშსწორების საშუალებას - ამგვარი მოსაზრება გამოთქვა ვენჩურულმა ინვესტორმა და ციფრული ოქროს მხარდამჭერმა ტიმ დრეიპერმა. 

თებერვალში Tesla გახდა S&P 500 ინდექსის ჩამონათვალში შემავალი პირველი კომპანია, რომელმაც Bitcoin-ი შეიძნა. ინვესტიციამ 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

„იცით ვინ არის შემდეგი? ეს Netflix-ია. აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი შემოქმედებითი ნოვატორია... მე ვფიქრობ, რომ მისი კომპანია Fortune 100-ის აშკარა პრეტენდენტია ”, - განაცხადა დრეიპერმა. 

ინტერვიუს მსვლელობისას მილიარდერმა დაუშვა Amazon-ის მიერ მალე Bitcoin-ის, როგორც გადახდის საშუალების დამატება. მან განმარტა, რომ ონლაინ სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლები მრავალი წელია ყიდულობენ ნივთებს კრიპტოვალუტის მეშვეობით.  

შეგახსენებთ, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Amazon ეძებს დეველოპერებს, რომლებიც შექმნიან სერვისს ფიატის ციფრულ ვალუტაში კონვერტაციისთვის. 

Netflix-ის ერთ- ერთ სერიალში მომავლის შესახებ, კრიპტოვალუტებს იყენებდნენ გადახდის საშუალებად. 

ლონ მასკმა ცოტა ხნის წინ Tesla-ს ინვესტიციას პირველ კრიპტოვალუტაში ”საკმაოდ სარისკო” უწოდა. 

Wedbush Securities-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა ციფრული ოქროს ფასის დინამიკაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.