Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ წელს Sony-მ წარადგინა ახალი თაობის PlayStation 5 კონსოლი და ვერსია ოპტიკური დრაივის გარეშე. ამჟამად თითქმის შეუძლებელია ორივე მოდელის შეძენა რეკომენდებულ ფასად. მაგრამ დეფიციტი შეიძლება მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდეს იმ სიახლის ფონზე, რომ გეიმინგ კონსოლი კარგად წარმოაჩენს თავს კრიპტოვალუტების მოპოვების სფეროში. 

image.jpeg 

ამჟამად ყველაზე მაღალი წარმადობის ვიდეო დაფები პრაქტიკულად ვერ აღწევს საცალო მაღაზიებამდე, რადგანაც მაინერები ყიდულობენ. თავის მხრივ, ის ამაჩქარებლები, რომლებიც მაღაზიის თაროებზე ხვდება, ღირს რეკომენდებულ ფასზე ბევრად მეტი. მომავალში მათი ბედი შესაძლოა PlayStation 5 კონსოლებმაც გაიზიარონ. 

გეიმინგ კონსოლის სისტემა default-ად ბლოკავს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო პროგრამის გაშვების შესაძლებლობას, თუმცა ჩინელმა ენთუზიასტებმა უკვე იპოვეს ამ დაბრკოლების გადაჭრის მეთოდი. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე აღნიშნულია პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისი PlayStation 5-ის მეშვეობით Ethereum-ის მაინინგისთვის. 

image.jpeg 

კონსოლის გამომთვლელი სიმძლავრე Ethereum-ის მოპოვებისას 98.78 მეგაჰეშ/წმ შეადგენს, მოწყობილობის მიერ მოხმარებული ენერგია კი აღწევს 211 ვატს. როგორც ვხედავთ, მაინინგის ეფქტურობის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. შედარებისთვის, Radeon RX 5700 XT ვიდეო დაფას წარმადობის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვს. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ შესაძლოა გამოყენებული PlayStation 5 აჩქარებული იყო. 

Posted

კარტების დედა არ ვატირე 100 მეგაჰეშს დებს :D

Posted

კი იყო ინფორმაცია მარა ფეიკი აღმოჩნდა კიდევ კარგი :D

 

Posted

ისე საიდან 100 მეგაჰეში აბა, მაგდენი არც 6900XT არა აქვს მგონი კარგათ გადაფლეშილ დატვიკულზეც კი, თუმცა ბევრათ ცოტა არ უნდა ქონდეს სადაა ეგ კარტა თორე კი, ვერავინ თრეულობს დიდათ ჯერ, მაინინგში არაა საერთოდ აქტუალური დაბალი აბიომების გამო

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.