Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ფინანსური ბაზრის მონაცემთა პლატფორმა-აგრეგატორ Google Finance-მა დაამატა ჩანართი ციფრული აქტივების ფასების მონიტორინგისთვის. 

ახალ განყოფილებაში მოცემულია ინფორმაცია რეალურ დროში Bitcoin-ის, Ethereum-ის, Litecoin-ისა და Bitcoin Cash-ის კურსების შესახებ. მეხუთე ბლოკი შეუერთდა განყოფილებებს აშშ-ს, აზიის, ევროპის ბაზრებზე. 

image.png 

წყარო: Google Finance. 

მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ინტერფეისი კრიპტოვალუტის მუშაობის სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს Google-მა აკრძალა ციფრული აქტივების, Bitcoin-ბირჟების, სავაჭრო რეკომენდაციების და ICO-ს რეკლამირება. 

2020 წლის თებერვალში Google-ის ვენჩურული ფონდი ხელმძღვანელობდა კრიპტო საფულე Blockchain.com-ის პროვაიდერის დაფინანსების რაუნდს. 

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet ფლობს YouTube-ს, რომელიც ხშირად ბლოკავს ისეთ  ვიდეოკონტენტს, რომელიც დაკავშირებულია ციფრული ვალუტების სიახლეებთან. მაგალითად, მათ დაბლოკეს ყველაზე დიდი საინფორმაციო რესურსების, Cointelegraph-სა და CoinDesk-ის არხები. სამართალწარმოების შემდეგ, რა თქმა უნდა, რესურსები განბლოკეს, მაგრამ ამისათვის მფლობელეს მოუწიათ დაემტკიცებინათ, რომ არ დაურღვევიათ YouTube-ის წესები. 

ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით უფრო მკაფიო რეკომენდაციების მოწოდება სავარაუდოდ გააქტიურდება, აშშ-ს პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ციფრული ვალუტის ბაზრის ახლებურად გადახედვას. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.