Jump to content

Recommended Posts

Posted

ტექნოლოგიურმა გიგანტმა გააზიარა მომდევნო თაობის PlayStation VR სისტემისა და მისი გამოსვლის შესახებ ცნობები. 

image.jpeg 

Sony-მ გასულ წელს დააანონსა PlayStation 5 კონსოლი, ასევე მრავალი ახალი აქსესუარი, როგორებიცაა Pulse 3D უსადენო ყურსასმენი, დისტანციური მართვის პულტი PS5 Media Remote, DualSense დამტენი სადგური და HD კამერა. თუმცა იმ დროს ახალი VR სისტემა არ დაანონსებულა. 

Sony-მ განაცხადა, რომ მომდევნო თაობის VR სისტემა გამოჩნდება PlayStation 5-ში. ახალი სისტემა მომხმარებლებს უზრუნველყოფს წინა თაობის მოწყობილობებთან შედარებით უფრო მეტად შთამბეჭდავი გამოცდილებით. ახალ PlayStation VR-ს ექნება გაუმჯობესებული გრაფიკა და ხედვის კუთხე, ისევე როგორც მრავალი სხვა ფუნქცია. VR დაუკავშირდება PlayStation 5-ს ერთი სადენით, რაც ძალიან კარგია, რადგან ამჟამინდელი PS VR სისტემის დაყენება ადვილ ამოცანას არ წარმოადგენს. 

image.png 

კიდევ ერთი სიახლე, რაც მომავალი თაობის VR სისტემას ექნება - ეს არის ახალი კონტროლერი. მოსალოდნელია, რომ მას ექნება იმერსიული ტაქტილური უკუკავშირი და PS5 კონტროლერის ანალოგიური ადაპტირებული ტრიგერები 

Sony-მ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სისტემის შემუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და წელს არ უნდა ველოდოთ მის გამოსვლას PlayStation 5-ის მფლობელებს  შეუძლიათ გამოიყენონ PS VR ამჟამად არსებული სისტემა. ახალი კონსოლი თავსებადია PS VR ზოგიერთ თამაშთან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებლებს დასჭირდებათ კამერის ახალი ადაპტერის შეძენა, რათა გამოიყენო PS VR კონსოლ PS5-ზე. 

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.