Jump to content

Recommended Posts

Posted

GeForce RTX 3060 სერიის გრაფიკული ადაპტერების ოფიციალური დებიუტი 25 თებერვლისთვისაა დაგეგმილი, მა მრავალი გეიმერი ელოდება და თეორიაში გვევლინება, როგორც „სახალხო“ მოწყობილობა. ადაპტერები უკვე გამოჩნდა რამდენიმე მაღაზიაში, თუმცა ფასმა შესალოა გაანაწყენოს კომპიუტერული ენთუზიასტების უდიდესი ნაწილი - წერს რესურსი Coreteks. 

image.jpeg 

წყაროს ინფორმაციით, GeForce RTX 3060 სერიის პირველი მოდელები უკვე ხელმისაწვდომია საცალო მაღაზიებშ: 

MSI-ს მიერ წარმოებული GeForce RTX 3060 GAMING X TRIO და GeForce RTX 3060 VENTUS 2X დაფები ღირს 515 და 485 აშშ დოლარი, შესაბამისად, ZOTAC GAMING GeForce RTX 3060-ის ფასი შეადგენს 500 აშშ დოლარს, ხოლო ASUS ROG Strix GeForce RTX 3060 და TUF Gaming GeForce RTX 3060 შეფასებულია შესაბამისად 500 და 490 აშშ დოლარად. მოცემული ფასები სარეკომენდაციო 329 აშშ დოლარის ფონზე მეტად იმედმაგაცრუებლად გამოიყურება. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, რესურსმა არ დაასახელა წყაროები, რომელთა წყალობითაც ეს ინფორმაცია იქნა მოპოვებული, ამიტომ საიდუმლოდ რჩება, თუ კონკრეტულად რომელმა საცალო სავაჭრო ობიექტმა დააწესა ასეთი მაღალი ფასებ. 

როგორც უნდა იყოს, ახალი ვიდეო დაფების ფასები სხვა მაღაზიებში შესაძლოა უფრო მაღალიც აღმოჩნდეს და 800-1000 აშშ დოლარს მიაღწიოს, თუმცა ეს ხელს არ უშლის მაინერებს - მათ არ აშინებთ Ethereum-ის მოპოვებისას ჰეშრეითის შემცირებაც კი და ყიდულობენ უახლეს ვიდეო დაფებს გაყიდვაში მათ ოფიციალურ გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ისე, რომ რიგით მომხმარებლებს აღარაფერი რჩებათ. 

მოკლედ, გრაფიკულ ბაზარზე სიტუაცია პრაქტიკულად აღარავის აკვირვებს: გეიმერებს მხოლოდ ძველი დროის გახსენება შეუძლიათ, როდესაც საჭირო არ იყო მაინერებსა და გადამყიდველებთან „ბრძოლა“ და არც ფასები იყო ასეთი დამაბნეველი.  

Posted

330$ ეგ ფორმალური ფასია, შეიძლება ძალიან დიდი ხანი ვერ იყიდონ მაგ ფასათ ვერსათ ეგ კარტები, მინიმუმ 15% გაძვირდება დაჟე დეფიციტიც რომ შემცირდეს ზაფხულის შემდეგ, ისე მე ნავის 6000 სერიის კარტები მაინინგში რომ ქონდეთ სადმე დიდათ არც მინახია, აი ნვიდიას 3000 სერია მაინც ბევრს აქვს რომ ვუყურებ დისკორდის ტ-რექსის სერვერზე, რეზულტატებსაც დებენ და როგორც ჩანს რომ მოინდომი იშოვი ძვირათ მაინც ეგეთს, ყველაზე დიდი ტირაჟით მაგ ახალი სერიიდან მაინც 3070 ყოფილა გამოსული ისე

Posted

ეს კარტა ისვე იქნება დეფიციტში როგორც ყველა დანარჩენი და ფასიც იასნია ბევრად მეტი იქნება,  გეიმერების დრო ჯერ არ დამდგარა

Posted

მაინერები კიდე ჩინეთიდან იწერენ კარტებს მე როგორც ვიცი, ვისაც დიდ რაოდენობაში უნდოდა, აქ ადგილზე არავინ მიცემს კარტაში ორმაგს, აე გამოვრიცხავ ზოგ გამყიდველსაც მაქედან ქონდეს ჩამოტანილი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.