Jump to content

Recommended Posts

Posted

ითვლება, რომ Galaxy Z Fold3 იქნება კომპანიის პირველი დასაკეცი ტელეფონი, რომელსაც აქვს S-Pen-ის მხარდაჭერა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასში მოცემული იქნება დისპლეის ქვეშ ჩამონტაჟებული კამერა, რათა მომხმარებლებმა ისარგებლონ სრული ეკრანის რეჟიმით. 

image.jpeg 

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ Samsung-მა Galaxy Z Flip2-სა (სხვაგვარად ცნობილია, როგორც Galaxy Z Flip3) და Galaxy Z Fold3 დასაკეცი სმარტფონების გამოშვების შესახებ ივლისში უნდა  განაცხადოს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Galaxy Z Fold3-თან დაკავშირებით UPC-ის  (კამერა დისპლეის ქვეშ) გამოჩენა ხდება ცნობილი. სამხრეთკორეულმა გამომცემლობამ ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მოწყობილობა წარმოდგენილი იქნებოდა დისპლეის ქვეშ არსებული კამერით. იმავე ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ Fold3 მოდელს ექნებოდა უფრო სქელი UTG S Pen სტილუსის მხარდაჭერის მიზნით. 

პირველი თაობის Galaxy Fold-ის შიდა დისპლეი ხასიათდებოდა ფართო ჭრილით, რომელშიც ორი კამერა იყო განთავსებული. მოსალოდნელია, რომ ჩაშენებული UPC-ის მქონე Galaxy Fold3 მოდელს ექნება ეკრანის კორპუსთან შეფარდები უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე მის წინამორბედს. 

კომპანია S-Connect-მა, რომელიც Samsung-ის დასაკეცი სმარტფონისთვის სპეციალურ სახსარს ამზადებს, დაადასტურა, რომ Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip2 სმარტფონების სახსრების მასობრივ წარმოებას 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყებს. შემდეგი თაობის დასაკეცი ტელეფონების დებიუტი ივლისში შედგება. 

ახლანდელი ანგარიშის მიხედვით Galaxy Z Fold3-ის მოდელის ნომერია SM-F926 და იგი 256 გბ შიდა მეხსიერებით გამოვა. სავარაუდოდ, მოწყობილობას ექნება 7.55-დუიმიანი ძირითადი დისპლეი, 6.21-დუიმიანი დამცავი ეკრანი და ოპერაციული სისტემა Android 11 - One UI 3.5-ის ბაზაზე. დიდი ალბათობით, მოწყობილობაში მოცემული იქნება სპეციალური სივრცე სტილუსის შესანახად. Galaxy Z Fold3 დასაკეცი სმარტფონის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.