Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კონსალტინგ კომპანია Gartner-ის მიერ გამოკითხული 77 ფინანსური ორგანიზაციიდან ოთხმა შესაძლოა მიმდინარე წელს კომპანიების ავისუფალი ლიკვიდური აქტივები მიმართოს პირველი კრიპტოვალუტის შესაენად - წერს Decrypt. 

ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი მზად არის განიხილოს ასეთი შესაძლებლობა 1-2 წელიწადში, შვიდი მათგანი - 2024 წლისთვის იქნება მზად. 65-მა CFO-მ უარი თქვა ამგვარ სცენარზე და საბუთა მოიყვანა Bitcoin-ის არასტაბილურობა. 

”ბევრი კითხვა ჩნდება პირველი კრიპტოვალუტის, როგორც კომპანიების სარეზერვო აქტივად გამოყენების შესახებ. სანამ სერიოზული პროგრესის შესახებ არ გაირკვევა, ალბათ არ რს ნდობა. კორპორაციების ფინანსისტები არ აკეთებენ "სპეკულაციურ ნახტომებს უცნობ ტერიტორიაზე", - ამგვარი კომენტარი გააკეთა კვლევის შედეგებზე Gartner Finance ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბენტმა. 

საკონსულტაციო ფირმამ აღნიშნა, რომ ტოპ მენეჯერებს სურ მარეგულირებლის მკაფიო პოზიცია იხილონ Bitcoin-სა და მისი შენახვის რისკებთან დაკავშირებით. ამგვარი პოზიცია უჭირავს გამოკითხულთა 70%-ს. 

გაჟღერებულ შეშფოთებებს შორისაა - დირექტორთა საბჭოში არსებული შეუთანხმებლობა Bitcoin-ის შეძენასთან დაკავშირებით (39%), გადახდის საშუალებად აღიარების ნელი პროცესი (38%), საჭირო ცოდნის არარსებობა (30%), კიბერ-რისკები (25%), ანგარიშსწორების სირთულე (18%). 

შეგახსენებთ, Ark Investments-ის გამოთვლებით, Bitcoin-ის 500 000 აშშ დოლარამდე ზრდისთვის საკმარისი იქნება S&P 500 ინდექსში შემავალი კომპანიების მიერ მათი ფულადი რეზერვების 10%-ის ციფრულ ოქრო ჩადება. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.