Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ფინანსური კონგლომერატი Deutsche Bank გეგმავს აამოქმედოს მსხვილ ინვესტორებზე ორიენტირებული, კრიპტოვალუტებისთვის განკუთვნილი სამეურვეო სერვისი. სიახლე გამომდინარეობს 2020 წლის დეკემბრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიშიდან. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ Deutsche Bank Digital Asset Custody-ს პროტოტიპი მიზნად ისახავს იყოს ”სრულად ინტეგრირებული პლატფორმა ინსტიტუციური მომხმარებლებისა და მათი ციფრული აქტივებისთვის, რაც უზრუნველყოფს უპრობლემო ურთიერთქმედებას უფრო ფართო კრიპტო ეკოსისტემასთან”. 

ანგარიშში კონკრეტული კრიპტოვალუტები არ არის მითითებული, ნახსენებია მხოლოდ ახალი სერვისის შექმნის მიზანი - „მომხმარებლებისთვის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აქტივების ცხელი და ცივი შენახვის ინსტიტუციური დონის გადაწყვეტილებების შეთავაზება”. 

სერვისის ამოქმედება ეტაპობრივად იგეგმება. საბოლოო ჯამში იგი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს არა მხოლოდ შეინახო, არამედ შეიძინონ და გაყიდონ ციფრული აქტივები პრაიმ-ბროკერებისა და საიმედო ბირჟების საშუალებით. ახალი პროდუქტი ორიენტირებულია აქტივების მმართველებზე, საოჯახო ოფისებზე, კორპორაციებსა და კრიპტოვალუტების ფონდებზე. 

Deutsche Bank-ის სერვისი უზრუნველყოფს დამატებით მომსახურებებს - საგადახდო დახმარებას, ლენდინგ და სტეიკინგ სერვისებსა და აქტივების მართვას. 

Deutsche Bank-ის ციფრული აქტივების მეურვეობის შემოსავლის წყარო იქნება თანხების ფლობის საფასური, მოგვიანებით კი - სავაჭრო და სხვა მოსაკრებლები. 

ფინანსურმა გიგანტმა კონცეფციაზე მუშაობა უკვე დაასრულა. მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის გაშვება მოსალოდნელია 2021 წელს და საპილოტე პროექტში მონაწილოებას მიიღებენ მსხვილი კომპანიები. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.