Magdalena Posted February 13, 2021 Posted February 13, 2021 ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს მაგალითს, რომელმაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის Bitcoin-ი იყიდა, მრავალი კომპანია მიჰყვება და ეს დააჩქარებს ფიატურ სისტემაზე უარის თქმას, განუცხადა Litecoin-ის შემქმნელმა ჩარლი ლიმ Decrypt-ს. მან ხაზი გაუსვა, რომ მასკის კომპანიამ არა მხოლოდ შეიძინა კრიპტოვალუტა, არამედ ასევე აპირებს მიიღოს იგი საკუთარ პროდუქციაზე საგადახდო საშუალების ფორმით ფიატში კონვერტირების გარეშე. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მერჩანტები დაიწყებენ Bitcoin-ის მიღებას მისი გაყიდვის გარეშე, ჩვენ დავიწყებთ უარის თქმას ფიატურ სისტემაზე“ - თვლის იგი. დამფუძნებლის აზრით, ეს გამოიწვევს ჩაკეტილი ეკონომიკის გაჩენას, რომელშიც ყველა გადახდა და ანგარიშსწორება განხორციელდება კრიპტოვალუტით. „ ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ირწმუნა Bitcoin-ის და Tesla-ს ხაზინის 7% ჩადო კრიპტოვალუტაში. ბევრი კომპანია მიბაძავს ამ მაგალითს, რადგან ისინი უფრო მეტად დარწმუნდებიან, როდესაც ნახავენ, რომ ასე იქცევა ილონ მასკი და Tesla, ”- განაცხადა Litecoin-ის დამფუძნებელმა. შეგახსენებთ, რომ პირველი საჯარო კომპანია, რომელმაც საკუთარი რეზერვების ნაწილი ციფრულ ოქროში გადაიტანა, იყო MicroStrategy. ყოველწლიურ კონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა ისაუბრა Bitcoin-ის პერსპექტივებზე, რა სარგებელი მოაქვს მას ორგანიზაციებისთვის და როგორ შეუძლიათ კომპანიებს მისი ინტეგრირება, რამაც თითქმის 7000 კომპანიის წარმომადგენელი დააინტერესა. http://bit.ly/3tLSnQJ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.