Magdalena Posted February 2, 2021 Posted February 2, 2021 Core i9-11900K პროცესორის ტესტირების შედეგები PassMark-ზე კვირაზე მეტია რაც გამოცხადდა, თუმცა ჩიპი მხოლოდ ახლა მოხვდა რეიტინგში. პროგრამული უზრუნველყოფის მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ემყარება ერთ ტესტს და, შესაბამისად, აქვს ცდომილების მაღალი ზღვარი. Core i9-11900K არის ფლგამანური 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი ერთბირთვიან რეჟიმში 5.3 გჰც-მდე აჩქარებით Thermal Velocity Boost ტექნოლოგიის წყალობით (ტექნოლოგია ექსკლუზიურია მე-11 თაობის Core i9 სერიისთვის). პროცესორი დაფუძნებულია Cypress Cove ბირთვების არქიტექტურაზე, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, წარმადობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს Comet Lake-S-სა და Skylake-თან შედარებით. PassMark-ის თანახმად პროცესორს 3,764 ქულა აქვს CPU Mark-ში (ერთნაკადიანი შესრულება), რაც 7%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე Zen3-ზე დაფუძნებული Ryzen 7 5800X. ეს უკანასკნელი Ryzen-ის უსწრაფესი პროცესორია მოცემულ რეიტინგში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, Core i9-10900K პროცესორთან შედარებით ერთნაკადიანი შესრულება თითქმის 19%-ით გაუმჯობესდა. Core i7-11700K- სთან შედარებით, რომელიც ასევე არის 8 ბირთვიანი Rocket Lake-S სერიის პროცესორი, მაგრამ არ აქვს Thermal Velocity Boost ტექნოლოგია, ფლაგმანური Core i9-11900K მხოლოდ 6%-ით სწრაფია. მრავალნაკადიან ტესტში Core i9-11900K-მა 28,082 ქულა დააგროვა, რაც Core i9-10900K-ზე 16,6%-ით მეტია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ Rocket Lake-S პროცესორი გვთავაზობს უფრო ნაკლებ ნაკადს წინამორბედთან შედარებით. AMD Ryzen სერიასთან შედარებით მაღალი დონის i9-11900K არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი მრავალნაკადიან ტესტში, ის მაინც ნელია, ვიდრე Ryzen 7 5800X, რომელმაც 28703 ქულა დააგროვა. Intel-ი მე-11 თაობის Core Rocket Lake-S პროცესორების დაანონსებას მარტში აპირებს. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, როდის გახდება პროცესორები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, ასევე არ დაკონკრეტებულა ფასები დაკორექტირდება თუ არა, რომ უფრო ძვირადღირებულ ჩიპებში ნაკლები ბირთვი განთავსდეს. Core I9-11900K, სავარაუდოდ, იქნება ბოლო ფლაგმანი LGA1200 სოკეტისა და უახლესი DDR4 / PCIe Gen4 პლატფორმებისთვის, სანამ კომპანია გამოუშვებს Alder Lake სერიას ახალი LGA1700 კონექტორითა და მომდევნო თაობის DDR5-ითა და PCI Gen5 მხარდაჭერით. http://bit.ly/3r8Y5KA Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.