Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Ethereum-ის სწრაფი ზრდის ფონზე კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 25 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა წლის დასაწყისიდან მოყოლებული. ამის დასტურია Coin Metrics-ის მონაცემები. 

იანვრის დასაწყისში რეალიზებული კაპიტალიზაცია 49 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო სტატიის მომზადებისას ამ მაჩვენებელმა 75 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

image.png 

წყარო: Coin Metrics 

2018 წელს წარმოდგენილი რეალიზებული კაპიტალიზაციის მაჩვენებელი წარმოადგენს კრიპტოვალუტის ღირებულების გრძელვადიან, დაბალი არასტაბილურობის მაჩვენებელს. რეალიზებული კაპიტალიზაციის გაანგარიშებისას თითოეული მონეტის ფასი მხედველობაში მიიღება ბოლო Onchain-ტრანზაქციის მომენტში. 

”Ethereum-ის რეალიზებული კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ზრდა მიუთითებს ახალი კაპიტალის შემოდინებაზე”, - გაზიარეს მოსაზრება Coin Metrics-ის ანალიტიკოსებმა. 

ასევე, წლის დასაწყისიდან გაიზარდა მისამართების რაოდენობა 10,000 ETH-ითა და მეტი. 

image.png 

წყარო: Coin Metrics. 

1 იანვარს ასეთი 1178 მისამართი იყო, ხოლო სტატიის მომზადების დროს უკვე - 1246 (+ 5,7%). 

„ეს დიდი მოცულობის მისამართები, სადაც ინახება არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარი, პოტენციურ სიგნალს იძლევა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები იწყებენ ETH-ის შესყიდვას“ - თვლიან ექსპერტები. 

გაცილებით ადრე Glassnode-ის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მსხვილი ინვესტორები იყვნენ Ethereum-ის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო ბანკი Galaxy Digital თებერვალში აამოქმედებს Ethereum-ზე დაფუძნებულ ფონდებს - ერთი მათგანი განკუთვნილი იქნება ინსტიტუციონალებისთვის, ორი - საცალო ინვესტორებისთვის. 

 

Posted

ძალიან მოშნათ უბერავს ეგ კოინიც უკვე ბოლო 1.5 თვის მანძილზე განსაკუთრებით, მანამდე რაღაცას უცდიდენ ბიტკოინი რომ მოშნათ იზრდებოდა, ელოდებიან წლის ბოლოსთვის 3000$+ და ვნახოთ ავა თუ არა აბა მაგდენზე, მაგრამ ზევით იზრდება კაჩელიებით, ანუ წევენ მერე აგდებენ ფასს, მერე ისეე წევენ და ეგრე გრძელდება სხვადასხვა ციკლებით და შესვენების პერიოდებით, აი მაგ აწევ-დაწევაზე ძალიან სწრაფათ შეიძლება დიდი თანხის გაკეთება, უნდა მიყვე მაგ აწევ-დაწევებს და მალე შეძლებ საკმაოთ თანხის გაორმაგებას მაინც, მე 1.5 თვეში ავედი 4000$-ან ლამის 8000$-მდე ეგრე ყიდვა-გაყიდვებით სულ, ანუ ეგეც ძალიან ეფექტურია ეგეთი ზრდის პერიოდში, გარკვეული თანხა უნდა გქონდეს ოღონდ გაგროვილი, მინიმუმ 4000-5000$, 100 ან 1000$ გაცილებით ცოტა კეთდება დოლარის ეკვივალენტში, თუმცა % იგივე გამოდის

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.