Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

2020 წლის შეჯამებით, კიბერდამნაშავეებმა დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX) მეშვეობით 34 მლნ აშშ დოლარი გადააადგილეს - ბირჟის ბრუნვის 0,024% მოცემულ პერიოდში. ამგვარი მონაცემები მოჰყავს The Blok-ს Chainalysis-ის ცნობებზე დაყრდნობით. 

კომპანიის მთავარ მკვლევარ ჯეიკობ ილუმის აზრით, მიმდინარე წელს მაჩვენებელმა შესაძოა წინა ნიშნულს გადააჭარბოს. 

image.png 

წყარო: Chainalysis. 

ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იქნება ანალიტიკური კომპანიების - Chainalysis-სა და Elliptic-ის მიერ უკანონო საქმიანობის ახალი კვალის დადგენა, რაც მათ შესაძლოა ადრე გამოეპარათ. ამგვარი რამ მოხდა PlusToken პირამიდის შემთხვევაში, რომლის საქმე აქტიური მუშაობის 1 წლის შემდეგ გაიხსნა. 

კიდევ ერთი მიზეზი იქნება კიბერდამნაშავეებს შორის DeFi სივრცის მზარდი პოპულარობა. ილუმის აზრით მათ იზიდავ სმარტ-კონტრაქტებით განხორციელებულ ოპერაციებში ადამიანური კონტროლის არარსებობა. 

„ღიად რჩება კითხვა - შეინარჩუნებენ თუ არა პოპულარობას პლატფორმები, რომელთა ადმინისტრატორები ფლობენ უკანონო ტრანზაქციების ბლოკირების შესაძლებლობას, როგორც ეს ვიხილეთ KuCoin-ის გატეხვისას“ - დაწერა ექსპერტმა. 

მკვლევარმა მესამე ფაქტორად დაასახელა darknet-ბაზრების დეცენტრალიზაცია. მაგალითად ილუმმა მოიყვანა Televend, რომელიც იყენებს დაშიფრულ ავტომატიზირებულ ჩთბოტებს Telegram-ზე. მყიდველები შეკვეთებს დებენ გამყიდველის ავტომატიზირებულ ჩეთში, შემდეგ კი ბოტი აგზავნის Bitcoin-მისამართს. 

”Televend იღებს საკომისიოს ყველა ტრანაქციაზე, მაგრამ რეალურად არ ეხება თანხებს, ამიტომ არ არსებობს ცენტრალური ორგანიზაცია, რომელსაც სამართალდამცავებ თვალყურს მიადევნებენ ბლოკჩეინის ანალიზის გამოყენებით. გაცილებით ადვილია ტრანზაქციების დამალვა ამ გზით ”, - განმარტა სპეციალისტმა. 

შეგახსენებთ, რომ Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლის ბოლოს კრიპტო ტრანაქციების 1.1% დაუკავშირეს არალეგალურ საქმიანობას. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.34% -მდე შემცირდა. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.