Magdalena Posted January 28, 2021 Posted January 28, 2021 2020 წლის შეჯამებით, კიბერდამნაშავეებმა დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX) მეშვეობით 34 მლნ აშშ დოლარი გადააადგილეს - ბირჟის ბრუნვის 0,024% მოცემულ პერიოდში. ამგვარი მონაცემები მოჰყავს The Blok-ს Chainalysis-ის ცნობებზე დაყრდნობით. კომპანიის მთავარ მკვლევარ ჯეიკობ ილუმის აზრით, მიმდინარე წელს მაჩვენებელმა შესაძლოა წინა ნიშნულს გადააჭარბოს. წყარო: Chainalysis. ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იქნება ანალიტიკური კომპანიების - Chainalysis-სა და Elliptic-ის მიერ უკანონო საქმიანობის ახალი კვალის დადგენა, რაც მათ შესაძლოა ადრე გამოეპარათ. ამგვარი რამ მოხდა PlusToken პირამიდის შემთხვევაში, რომლის საქმე აქტიური მუშაობის 1 წლის შემდეგ გაიხსნა. კიდევ ერთი მიზეზი იქნება კიბერდამნაშავეებს შორის DeFi სივრცის მზარდი პოპულარობა. ილუმის აზრით მათ იზიდავთ სმარტ-კონტრაქტებით განხორციელებულ ოპერაციებში ადამიანური კონტროლის არარსებობა. „ღიად რჩება კითხვა - შეინარჩუნებენ თუ არა პოპულარობას პლატფორმები, რომელთა ადმინისტრატორები ფლობენ უკანონო ტრანზაქციების ბლოკირების შესაძლებლობას, როგორც ეს ვიხილეთ KuCoin-ის გატეხვისას“ - დაწერა ექსპერტმა. მკვლევარმა მესამე ფაქტორად დაასახელა darknet-ბაზრების დეცენტრალიზაცია. მაგალითად ილუმმა მოიყვანა Televend, რომელიც იყენებს დაშიფრულ ავტომატიზირებულ ჩათბოტებს Telegram-ზე. მყიდველები შეკვეთებს დებენ გამყიდველის ავტომატიზირებულ ჩეთში, შემდეგ კი ბოტი აგზავნის Bitcoin-მისამართს. ”Televend იღებს საკომისიოს ყველა ტრანზაქციაზე, მაგრამ რეალურად არ ეხება თანხებს, ამიტომ არ არსებობს ცენტრალური ორგანიზაცია, რომელსაც სამართალდამცავები თვალყურს მიადევნებენ ბლოკჩეინის ანალიზის გამოყენებით. გაცილებით ადვილია ტრანზაქციების დამალვა ამ გზით ”, - განმარტა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ Chainalysis-ის ანალიტიკოსებმა 2019 წლის ბოლოს კრიპტო ტრანზაქციების 1.1% დაუკავშირეს არალეგალურ საქმიანობას. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.34% -მდე შემცირდა. http://bit.ly/2KNmB4i Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.