Magdalena Posted January 22, 2021 Posted January 22, 2021 აზიაზე მოდის მსოფლიო კრიპტო ტრანზაქციების 43%, Bitcoin-ის ჰეშრეითის 70% და ათიდან ექვსი ახალი სტარტაპი - ნათქვამია Messari-ს მიმოხილვაში. მკვლევარები აღნიშნავენ ინფრასტრუქტურული კომპანიების დაინტერესებას კრიპტო ბაზრის განვითარებით, რომელზეც მსოფლიო მოსახლეობის 60% მოდის. ამას ხელს არ უშლის ჩინეთის ხელისუფლების აკრძალვა Bitcoin-ბირჟებისა და ICO-ს ჩატარების შესახებ. "აღმოსავლეთ აზიაში (ძირითადად ჩინეთში) ტრანზაქციების 90% აღემატება 10 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. ამ რეგიონს ჰყავს უფრო სპეკულაციური ბაზრის მონაწილეები, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკას", - ნათქვამია მოხსენებაში. სხვა ფაქტორებად, რომლებიც აზიას კრიპტო ბაზარზე გამოარჩევენ, ანალიტიკოსებმა დაასახელეს: მსხვილი საფონდო ბაზრები (იაპონია, ჩინეთი და ჰონგკონგი მსოფლიოს ტოპ 5-ში); Wi-Fi-ს, სმარტფონებისა და მობილური ინტერნეტის გავრცელების დონე; ელექტრონული გადახდების პოპულარობა; ახალგაზრდა IT-სპეციალისტების მაღალი პროცენტულობა და Fintech-ის განვითარების დონე. აზიაში მდებარეობს შემდეგი კომპანიების შტაბ-ბინები - Tether, Cardano, EOS, Binance Coin და Tron. პროექტები შეადგენს ტოპ 20 კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის 42%-ს. ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიიდან ექვსი ასევე მდებარეობს ამ რეგიონში. წყარო: Messari. ჩინეთში მოქმედებს მსხვილი მაინინგ-კომპანიები: Bitmain, Canaan და Ebang. აქ არის თავმოყრილი მსოფლიო Bitcoin-ის ქსელის ჯამური გამომთვლელი სიმძლავრის 65.1%. 4.3% მოდის მალაიზიაზე, რომელსაც მოსდევს ირანი (3.8%) და შედის ამ მაჩვენებლის მიხედვით ტოპ ხუთეულში აშშ-ის (7.2%), რუსეთისა (6.9%) და ყაზახეთის (6.2%) შემდეგ. წყარო: Messari. Bitcoin-ის ჰეშრეითის ლიდერი პოზიციების პარალელურად ჩინეთში მდებარეობს უმსხვილესი კრიპტო ბირჟები Binance, Huobi, OKEx და OKCoin. ამ პლატფორმებზე ჯამურად ინახება იმდენივე Bitcoin-ი, რამდენიც Coinbase-ზე. წყარო: Messari. ჰონგკონგი იურისდიქციად აირჩიეს კრიპტოდერივატივების უმსხვილესმა ბირჟებმა: FTX, BitMEX, OSL, აგრეთვე წამყვანმა ფონდებმა. მიზეზი იყო ინსტიტუციების უზარმაზარი ბაზა და მაღალი კაპიტალის მქონე პირები, დაბალი საგადახდო განაკვეთები და სპეციალისტები საინვესტიციო ბექგრაუნდით. Chainalysis-ის თანახმად, 2020 წლის ივნისის მონაცემებით აზიის კრიპტო ტრანზაქციებზე მოდიოდა 296 მილიარდი აშშ დოლარის 43%. ეს მაჩვენებელი შეესაბამება აშშ-ისა და ევროპის ჯამურ აქტივობას. წყარო: Messari. ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აუკრძალა 50 ათას აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის შეძენა წელიწადში. კაპიტალის კონტროლმა გააძლიერა Stablecoin-ების, განსაკუთრებით კი Tether-ის (USDT) პოპულარობა. სამხრეთ კორეაში ყოველი მესამე ინვესტორი პორტფელს კრიპტოვალუტებს უმატებს. იაპონური ბანკები ინვესტიციას დებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც security-ტოკენების გამოცემის იდეას უწყობენ ხელს. შეგახსენებთ, რომ ადრე Jump Capital-ის ანალიტიკოსებმა ინდოეთი და ინდონეზია კრიპტოვალუტების მხრივ ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნებად დაასახელეს. http://bit.ly/3p3hxYz Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.