Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრენდი Redmi პირველ რიგში ცნობილია დაბალბიუჯეტური სმარტფონებით, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია გვევლინება, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი და არა Xiaomi-ს მორიგი სერია, ხსენებულმა ბრენდმა დაიწყო ნამდვილი ფლაგმანური მოწყობილობეის წარმოებაც, რომლებიც ემყარება მოწინავე მობილურ პლატფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, უახლოეს პერსპექტივაში Redmi აპირებს აითვისოს კიდევ ერთი სეგმენტი - გეიმერული სმარტფონები. 

image.jpeg 

Redmi- გენერალურმა მენეჯერმა ლუ ვეიბინგმა (Lu Weibing) Weibo- გვერდის საშუალებით დაადასტურა, რომ კომპანია გეგმავს თავისი პირველი გეიმინგ სმარტფონის გამოშვებას მიმდინარე წელს ძალიან მიმზიდველ ფასად”. მან დაამატა, რომ კომპანია აპირებს პირველი სმარტფონის წარდგენას ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტ MediaTek Dimensity 1200-ის ბაზაზე, რომელიც ახლახანს დაანონსდა. ლუ ვეიბინგის განცხადებიდან ბოლომდე გასაგები არ არის, საუბარია გეიმინგ სმარტფონზე თუ რულიად სხვა მოწყობილობაზე - მაგალითად, Redmi K40 სერიის მომავალ ფლაგმანურ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება. 

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ მობილურ პროცესორ Dimensity 1200-ში გამოყენებულია იგივე გრაფიკული ბირთვი, რაც გასული წლის Dimensity 1000+ მოდელში. თუმცა GPU წარმოდგენილი იქნება რეითრეისინგის პროგრამული მხარდაჭერით და იმუშავებს ეკრანებთან, რომელთა კადრის განახლების სიხშირე იქნება 168 ჰერცი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.