Magdalena Posted January 22, 2021 Posted January 22, 2021 ბრენდი Redmi პირველ რიგში ცნობილია დაბალბიუჯეტური სმარტფონებით, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია გვევლინება, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი და არა Xiaomi-ს მორიგი სერია, ხსენებულმა ბრენდმა დაიწყო ნამდვილი ფლაგმანური მოწყობილობების წარმოებაც, რომლებიც ემყარება მოწინავე მობილურ პლატფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, უახლოეს პერსპექტივაში Redmi აპირებს აითვისოს კიდევ ერთი სეგმენტი - გეიმერული სმარტფონები. Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა ლუ ვეიბინგმა (Lu Weibing) Weibo-ს გვერდის საშუალებით დაადასტურა, რომ „კომპანია გეგმავს თავისი პირველი გეიმინგ სმარტფონის გამოშვებას მიმდინარე წელს ძალიან მიმზიდველ ფასად”. მან დაამატა, რომ კომპანია აპირებს პირველი სმარტფონის წარდგენას ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტ MediaTek Dimensity 1200-ის ბაზაზე, რომელიც ახლახანს დაანონსდა. ლუ ვეიბინგის განცხადებიდან ბოლომდე გასაგები არ არის, საუბარია გეიმინგ სმარტფონზე თუ სრულიად სხვა მოწყობილობაზე - მაგალითად, Redmi K40 სერიის მომავალ ფლაგმანურ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ მობილურ პროცესორ Dimensity 1200-ში გამოყენებულია იგივე გრაფიკული ბირთვი, რაც გასული წლის Dimensity 1000+ მოდელში. თუმცა GPU წარმოდგენილი იქნება რეითრეისინგის პროგრამული მხარდაჭერით და იმუშავებს ეკრანებთან, რომელთა კადრის განახლების სიხშირე იქნება 168 ჰერცი. http://bit.ly/3qtT9j4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.