Magdalena Posted January 12, 2021 Posted January 12, 2021 ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე 10.79%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა ნიშნულით - 20.61 T. სერვისი BTC.com პროგნოზირებს სირთულის მაჩვენებლის მორიგ ზრდას 10%-ზე მეტით ( 22,84 T-მდე) სირთულის შემდეგი გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე. წყარო: BTC.com. ახალი რეკორდი არ არის გასაკვირი მაინერების შემოსავლების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით - აღნიშნა მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Braiins-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ედვარდ ევენსონმა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Bitcoin-მაინერების შემოსავალი დაჩქარებული ტემპით გაიზარდა. Coin Metrics-ის თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში მაინერების შემოსავლები შესაბამისად 50 და 30%-ით გაიზარდა. სირთულესა და შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება Bitcoin-ის ჰეშრეითიც. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა 2020 წლის დასაწყისიდან. წყარო: Glassnode. ”ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება 2021 წლის პირველ ნახევარში”, - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, მაინინგ-კომპანიების მოთხოვნა ASIC-აღჭურვილობაზე აშკარად აღემატება შეთავაზებას. „თუნდაც მხოლოდ მეოთხე კვარტალში ASIC-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების მაინინგ-აღჭურვილობების შეკვეთებზე. აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვი ამჟამად გადატვირთულია დიდი მოცულობის მოთხოვნით“ - აღნიშნა ევენსონმა. შეგახსენებთ, ამერიკული მაინინგ-კომპანია Riot Blockchain ელოდება Bitmain-ისგან 15 ათას მოწყობილობას - Antminer S19 Pro-სა და S19j Pro-ს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარია. http://bit.ly/39mlKzI Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.