Magdalena Posted January 6, 2021 Posted January 6, 2021 კომპანია Blockstream აპარატული კრიპტო საფულეების ბაზარზე შევიდა ღია კოდის მქონე მოწყობილობა Jade-ით, რომელიც საშუალებას იძლევა მასში შეინახოს Bitcoin-ები და სხვა აქტივები Liquid Network Sidechain-ზე. ”დამოუკიდებელ შენახვას დიდი მნიშვნელობა აქვს Bitcoin-ის სწორად გამოყენებისთვის. როგორც ყველამ ვიცით, მესამე მხარის ნდობა - ეს არის ხვრელი უსაფრთხოებაში. მაგრამ ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობაზე გასაღებების შენახვამ შესაძლოა პრივატული გასაღებები ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფის რისკის ქვეშ დააყენოს“ - ნათქვამია განცხადებაში. Blockstream Jade გამოირჩევა 16-ბიტიანი ფერადი დისპლეით, რომლის გაფართოებაა 240 x 135 პიქსელი. ჯერჯერობით მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ოპერაციულ სისტემა Android-ზე. კომპანია აპირებს უახლოეს მომავალში დაამატოს დესკტოპ ვერსიის, შემდეგ კი iOS-ის მხარდაჭერა. Jade-ში გამოყენებულია Blockstream Green პროგრამული საფულის ინტერფეისი. აპარატულ საფულეს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომლებიც ჯერჯერობით არ გამოიყენება -მაგალითად, ჩაშენებული კამერა. სავარაუდოდ, მომავალში იგი უზრუნველყოფს QR კოდების გამოყენებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში Blockstream-მა წარადგინა Bitcoin-საფულე AQUA, რომელსაც ასევე გააჩნია Liquid Network Sidechain-ზე არსებული აქტივების მხარდაჭერა. http://bit.ly/2MlVvBF Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.