Magdalena Posted December 31, 2020 Posted December 31, 2020 კრიპტო ბირჟა Coinbase დახურავს XRP ტოკენებით ვაჭრობას ყველა რეგიონის მომხმარებლებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პლატფორმა OKCoin-მაც. ”Coinbase გეგმავს XRP-ით ვაჭრობის მთლიანად შეჩერებას სამშაბათს, 2021 წლის 19 იანვარს”, - ნათქვამია განცხადებაში. ამჟამად ამერიკული ბირჟა გახლავთ ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელმაც XRP-ის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მასზე მოდის ტოკენებით გლობალური ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 8.5%. მომხმარებლები შეინარჩუნებენ წვდომას საფულეებთან და მიიღებენ Spark მონეტებს, როგორც Aridrop-ს. ასევე შენარჩუნდება ტოკენის მხარდაჭერა კასტოდიალურ სერვისებზე -Coinbase Custody და Coinbase Wallet. ”ჩვენ გავაგრძელებთ XRP-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და ვაცნობებთ მომხმარებლებს, როდესაც მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი”, - განაცხადეს Coinbase-ში. ბირჟა OKCoin შეაჩერებს ვაჭრობას და XRP დეპოზიტების მიღებას 2021 წლის 4 იანვრიდან შემდგომ შეტყობინებამდე. ყველა სხვა ფუნქცია იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. სავაჭრო პლატფორმამ XRP / USD ბაზარზე მარგინალური ვაჭრობის მონაწილეებს სთხოვა 3 იანვრამდე დააბრუნონ ნასესხები თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სესხის პოზიციები ლიკვიდირდება. CoinGecko-ს თანახმად, XRP-ს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 55,1%-ით დაეცა. ტოკენის ფასი ამჟამად 0,23 აშშ დოლარია. მანამდე XRP ტოკენებით ვაჭრობა აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის შეჩერდა რამდენიმე მსხვილ პლატფორმაზე, მათ შორისაა Galaxy Digital, Bitstamp და B2C2. აქტივების მმართველმა კომპანიამ Bitwise Asset Management-მა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან გამორიცხა ტოკენი. საგადახდო პლატფორმა Crypto com XRP ტოკენს გამორიცხავს 2070 წლის 19 იანვრიდან აშშ-ის რეზიდენტების მხარდაჭერილი აქტივების სიიდან. შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) შეიტანა სარჩელი კომპანია Ripple-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსისა და მისი თანადამფუძნებლის, კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია შვიდი წლის განმავლობაში ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს ტოკენის სახით და ამ დროისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. http://bit.ly/3rDq7i9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.