Jump to content

2020 წლის ყველაზე პოპულარული თამაშები და ვიდეო დაფები Steam-ის მიხედვით


Recommended Posts

Posted

Steam-მა შეაჯამა 2020 წლის შედეგები და გამოაცხადა თავისი საიტის პოპულარული თამაშები, ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა აქტუალური ვიდეო დაფების შესახებ, AMD-ის GPU-ები მათ შორის არ მოხვდა. 

image.png 

„გაყიდვების ლიდერების“ (ასევე გათვალისწინებულია მიკროტრანზაქციების შემოსავლიანობა) ჩამონათვალში მოხვდნენ:  

  • Doom Eternal; 

  • Cyberpunk 2077; 

  • Dota 2; 

„პოპულარული თამაშების“ კატეგორიაში მოხვდნენ: 

  • Mount & Blade II: Bannelord; 

  • Cyberpunk 2077; 

  • Life is Strange 2; 

  • PUBG; 

  • Monster Hunter: World; 

  • CS:GO; 

  • GTA V; 

  • Terraria; 

  • Destiny 2; 

  • Dota 2; 

  • Among Us; 

ასევე შეჯამდა Steam-ის გეიმერების მიერ გამოყენებული კომპონენტების სტატისტიკა, Full HD რეზოლუციის მქონე მონიტორების მფლობელების რაოდენობა იზრდება, აშკარა ყველა არ არის მზად გადავიდეს ახალ 4K-ზე, მაგრამ GTX 1060-ის მხრივ, რომელიც უკვე სამი წელიწადია Steam-ზე ყველაზე აქტუალური ვიდეო დაფაა, ვითარება იცვლება: გეიმერები მას ანაცვლებენ უფრო ახალი GPU-ებით, მაგალითად GTX 1650-ით, GTX 1070 ან RTX 2070 დაფებით. 

image.png 

AMD-ის ვიდეო დაფებზე გეიმერების აშკარად გადასვლა არ შეიმჩნევა: მე-10 ადგილი დაიკავა RX580 დაფამ, მას იყენებს მხოლოდ 2%, ხოლო გეიმერების 0.08%-მა უარი თქვა წელს მასზე და ჩაანაცვლეს უფრო ახალი ვიდეო დაფით. 

image.png 

პლატფორმის აუდიტორიის 40% შედგება ინგლისურენოვანი გეიმერებისგან, 20% - ჩინურენოვანისგან, 12% რუსულენოვანია. 

ასევე საინტერესოა, რომ Windows 10-სა და Windows 8-ის მომხმარებელთა რიცხვი მცირდება, Windows 7 OS-მა ზრდის 1% მოიპოვა, თუმცა მოთამაშეთა 88%-ს ურჩევნია ჰქონდეს Windows-ის უახლესი ვერსია. 

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.