Magdalena Posted December 29, 2020 Posted December 29, 2020 მიუხედავად AMD-ს Ryzen 5000 პროცესორების უდიდესი წარმატებისა, ბევრი მომხმარებელი ელოდება Intel-ის მე-11 თაობის დესკტოპ პროცესორებს, კოდური სახელით Rocket Lake-S. ამ დროისთვის Intel-ს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია ოფიციალური თარიღები, მაგრამ Core i9 11900K-სა და Core i9-11900-ის ინჟინრული ნიმუშების ტესტების შედეგები უკვე ინტერნეტშია. გამომცემლობა videocardz.com-მა ინსაიდერ @OneRaichu-ს ცნობებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა კომპანიის სამომავლო გეგმა და განაცხადა, რომ Rocket Lake სერიის პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყება 2021 წლის 25 იანვარი - 21 თებერვლის პერიოდში. ასევე, აღსანიშნავია RTS ან Ready To Ship-ით მონიშნული თარიღები, რომლებიც ექცევა მომდევნო წლის 22 მარტი - 18 აპრილის პერიოდში. ამასთან, გრაფაში მოცემული წითელი ისარი შეიძლება მიუთითებდეს Intel-ის სურვილზე, რაც შეიძლება ადრე დაიწყოს პროდუქციის მიწოდება. თავად @OneRaichu თებერვალში პროგნოზირებს გაყიდვების დაწყებას. http://bit.ly/37Rum1S Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.