Jump to content

Recommended Posts

Posted

ონლაინ წყაროების თანახმად, Huawei-მ ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სააგენტოსგან მიიღო თანხმობა პატენტზე შუშის ზედაპირზე ნაკაწრების მოსაშორებელი ტექნოლოგიის შესახებ. ეს არის პატენტი, სახელწოდებით "მეთოდი და მოწყობილობა მინიდან ნაკაწრების მოსაშორებლად", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 22 დეკემბერს. 

image.jpeg 

თანმხლები დოკუმენტაცია აღწერს, თუ როგორ უნდა შეკეთდეს დაკაწრული მინა სმარტფონის წინა ან უკანა მხარეს. მინაზე ნაკაწრების აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა. ფრონტალურ ზედაპირზე ნაკაწრებს წინასწარ ამუშავებენ სპირტიანი ხსნარით, ხოლო უკანა მხარეს - ულტრაბგერითი საწმენდით. 

გაწმენდის შემდეგ მზადდება სპეციალური ნარევი, რომელიც შედგება აკრილის, ეპოქსიდური ფისისა და სხვადასხვა დანამატებისგან. გამჭვირვალე ფირფიტის მეშვეობით ნარევი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე, მისი გამყარებისთვის კი გამოიყენება ულტრაიისფერი გამოსხივება 320-420 ნმ ტალღის სიგრძით. გამაგრებული სარემონტო ხსნარის მიერ ნაკაწრების შევსების შემდეგ საჭიროა გამვირვალე საფარის მოშორება მინის ზედაპირიდან. 

უნდა აღინიშნოს, რომ მინის ზედაპირებიდან ნაკაწრების მოცილების ტექნოლოგიის პატენტის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ Huawei მას პრაქტიკაში აუცილებლად გამოიყენებს. ასე რომ ახლა შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურია ნაკაწრების მოცილების ეს მეთოდი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.