Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბლოკჩეინისა და გეოზონირების (geofencing) ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია დატენვად (plug-in) ჰიბრიდულ ელექტრომობილებთან ერთად ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. 

საავტომობილო გიგანტმა Ford-მა სამწლიანი კვლევა ჩაატარა ლონდონში, კიოლნსა და ვალენსიაში, სადაც შეისწავლეს კომერციული დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილების პოტენციალი საქალაქო ჰაერის ხარისხის პრობლემების გადასაჭრელად. 

კვლევაში გამოყენებული დინამიური გეოზონირების ფუნქცია მძღოლის ჩარევის გარეშე ააქტიურებდა გამონაბოლქვის ნულოვანი დონით მუშაობას სატრანსპორტო საშუალებებში ყოველ ჯერზე, როდესაც იინი შედიოდნენ გამონაბოლქვის შემცირების ზონაშ. 

Ford-ი ასევე იყენებდა ბლოკჩეინს, რათა გამოეთვალა დრო, როდესაც ავტომობილი შედიოდა ან ტოვებდა გეოზონას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ექნოლოგიების ერთობლივი გამოყენება ხელს უწყობს მნიშვნელოვნად ამაღლდეს ქალაქებში ჰაერის ხარისხი. 

„როდესაც კომპანია Ford-ის დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილები შედიოდნენ ამგვარ ზონებში, ისინი ავტომატურად გადადიოდნენ ნაკლები გამონაბოლქვის გამოფრქვევის რეჟიმზე. ეს ხდებოდა ავტომატურად, მძღოლის ჩართულობის გარეშე. ტექნოლოგიები ხელს უწყობს ამაღლდეს ჰაერის ხარისხი და სატრანსპორტო საშუალებებს ეხმარება დაიცვან ადგილობრივი რეგულაციები“ - ნათქვამია Ford-ის პრეს-რელიზში. 

ევროპის ზოგიერთ ქალაქში შეიქმნა დაბალი გამონაბოლქვის ზონები, რომლებშიც შეზღუდულია გამონაბოლქვის მაღალის დონის მქონე ავტომობილების მოძრაობა. ჰიბრიდულ მანქანებს შეუძლიათ გადაერთონ შიდაწვის ძრავიდან ელექტროზე.  

ჯერ კიდევ 2018 წელს BMW-მ, GM-მა, Ford-მა და Renault-მა შექმნეს კონსორციუმი ავტოინდუსტრიაში ბლოკჩეინის განვითარების მიზნით. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ Ford გამოიყენებს ბლოკჩეინს ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარების შესამცირებლად. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.