Magdalena Posted December 22, 2020 Posted December 22, 2020 Geekbench 5-ის ახალი ტესტები გვიჩვენებენ სამომავლო მობილური ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen 9 5900HX-ის (Cezanne) წარმადობას. არსებული ცნობებით, მას ექნება Zen 3 ბირთვები და, როგორც ჩანს, კონკურენციის გაწევა Intel-ის დესკტოპ-პროცესორებისთვისაც კი შეეძლება. მათთვის, ვინც Cezanne-ის შესახებ ცნობებს არ ადევნებდა თვალყურს: Ryzen 9 5900HX, დიდი ალბათობით, იქნება AMD-ის ახალი ფლაგმანური APU ლეპტოპებისთვის. სუფიქსი HX სავარაუდოდ აღნიშნავს მაღალ ენერგომოხმარებას და, შესაბამისად, გაზრდილ წარმადობას. Ryzen 9 5900HX ჩაანაცვლებს არსებულ ფლაგმანურ Ryzen 9 4900H ჩიპს, ექნება რვა უახლესი Zen 3 ბირთვი (16 ნაკადი), რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესრულებული IPC-ინსტრუქციების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, Ryzen 9 5900HX-ს ექნება მესამე დონის 16 მბ ქეშ-მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია Ryzen 9 4900H-თან შედარებით. Geekbench 5-ის თანახმად, Ryzen 9 5900HX პროცესორის საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.71 გჰც-მდე. ასე რომ, თუ შევადარებთ Ryzen 9 5900HX-ის შედეგს, რომელიც გამოქვეყნდა ტესტების მონაცემთა ბაზაში, იგი ერთბირთვიან რეჟიმში 23.7%-ით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე Ryzen 9 4900H. მეორე მხრივ, მრავალნაკადიანი წარმადობა დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა - მხოლოდ 2.2%-ით მეტია ამჟამად არსებულ ფლაგმანთან შედარებით. AMD-ის ახალი მობილური ფლაგმანი Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე კარგად წარმოაჩენს თავს Intel Comet Lake-S დესკტოპ პროცესორთან მიმართებაშიც. Ryzen 9 5900HX 12.9%-ით სწრაფია ერთნაკადიან რეჟიმში Core i7-10700K-თან შედარებით და მისი თანაბარია მრავალნაკადიან დატვირთვაში. უფრო მეტიც, Ryzen 9 5900HX 8.5%-ით აღემატება Core i9-10900K-ს ერთბირთვიან რეჟიმში. ეს შესანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ Core i7-10700K და Core i9-10900K 125 ვატი სიმძლავრის დესკტოპ პროცესორებია. ბოლო ცნობების თანახმად, მობილური Ryzen 5000 სერიის წარდგენა შედგება 12 იანვარს CES 2021-ზე AMD-ის პრეზენტაციის ფარგლებში. http://bit.ly/2LLMGkk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.