Magdalena Posted December 22, 2020 Posted December 22, 2020 აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოს ინჟინრები მუშაობენ რობოტებზე, სახელწოდებით Mars Dog, რომლებიც შესაძლოა სასარგებლონი აღმოჩნდნენ მარსის შესწავლისთვის. საფუძვლად აღებულია Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot. პლანეტების შესასწავლი თანამედროვე ყველგანმავლები, როგორც წესი, აღჭურვილნი არიან ოთხი ან ექვსი საბურავით, რითაც უზრუნველყოფილია ბრტყელ, ერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილება. NASA-ს ინჟინრებმა Ames Research Center-ისა და McGill University-ის მკვლევარებთან ერთად გადაწყვიტეს ამ კონცეფციისთვის გვერდის ავლა. ამის ნაცვლად ისინი გეგმავენ რობოტი-ძაღლების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ ავტონომიურად იმოძრაონ არა მხოლოდ მარსის ზედაპირზე, არამედ გამოქვაბულებიც შეისწავლონ. პროექტის ფარგლებში რობო-ძაღლი მიიღებს მართვის ახალ სისტემა NeBula-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზეა დაფუძნებული. შედეგად მკვლევარებს ხელთ ექნებათ ავტონომიური მექანიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე როვერებთან შედარებით მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და სწრაფია. სულ შეიქმნება სამი რობოტი-ძაღლი, ერთ-ერთი მათგანი ორიენტირებული იქნება გამოქვაბულების კვლევაზე და აღჭურვილი იქნება მექანიკური მკლავი-მანიპულატორით, დანარჩენი ორი კი განკუთვნილია ზედაპირზე გამოყენებისთვის. სამივე რობოტი აღჭურვილი იქნება სენსორებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც დედამიწაზე მონაცემებს რეალურ დროში გადასცემენ. Mars Dog-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია ფეხზე წამოდგეს, თუ მოძრაობისას დაეცემა, თანამედროვე როვერები ამგვარ შესაძლებლობას არ ფლობენ. ამჟამად ხდება Mars Dog-ის ტესტირება და მას ასწავლიან სხვადასხვა ისეთ დაბრკოლების გადალახვას, როგორებიც მას მარსზე შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიგზავნება Mars Dog პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში. http://bit.ly/2LTpAZg Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.