Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

აშშ- ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გამოაქვეყნა შემოთავაზება იმ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების რეგულირების შესახებ, რომლებიც ხორციელდება მომხმარებლების კუთვნილი საფულეების მეშვეობით. 

შესალოა დაიწყოს იმავე მოხოვნების დაწესება, რაც უკვე ვრცელდება ბირჟებისა და სხვა კრიპტო სერვისების მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. 

წინადადების მიღების შემთხვევაში საკუთარ კრიპტო საფულეში ცენტრალიზებული ბირჟიდან კრიპტოვალუტის გადატანისას საჭირო გახდება მიმღების პიროვნების დადასტურება და ბირჟას მოუწევს ამ მონაცემების შენახვა. 

FinCEN გვთავაზობს გაძლიერებული მოთხოვნების გამოყენებას 3 ათას აშშ დოლარს ზემოთ არსებული ტრანზაქციების შემხვევაში. თუკი ტრანზაქციის თანხა 10 ათას აშშ დოლარს აღემატება, კომპანიებმა პირდაპირ სააგენტოს უნდა აცნობონ. მარეგულირებელი ორგანო აპირებს უზრუნველყოს, რომ შეუძლებელი გახდეს წესების გვერდის ავლით რამდენიმე მცირე ნაწილად დაყოფილი ტრანზაქციების განხორციელება.  

საზოგადოებრივი კომენტარების შეგროვებას FinCEN 2021 წლის 4 იანვრამდე გეგმავს. 

ცნობილ ექსპერტ ანდრეას ანტონოპულოსის აზრით, ეს დარტყმა იქნება ბირჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე, რომელთაც მოუწევთ დამატებითი ძალისხმევა გასწიონ და მომხმარებლები აიძულონ განახორციელონ უფრო მეტი მოქმედება. 

„მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მისამართი თქვენ გეკუთვნით მასზე თანხის გადატანისთვის. მიმდინარე წელს ეს იქნება 3 ათას აშშ დოლარიანი დონე. მომდევნო წელს ისინი ბარიერს შეამცირებენ ინფლაციის გათვალისწინებით. დროთა განმავლობაში ყველა ტრანზაქცია კონტროლირებადი გახდება“ - განაცხადა მან. 

image.png 

”ეს მათ შესაძლებლობას მისცემს შეაგროვონ საფულეების მფლობელთა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა Chainalysis-ის მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე, რაც ყოველთვის არადამაჯერებელ ხასიათს ატარებს. ახლა ხელისუფლებას ექნება საფულეების მფლობელების დადასტურებული სია ”, - კომენტარი გაკეთა FinCEN-ის ინიციატივას The Block-ის ანალიტიკოსმა ლრი ჩერმაკმა. 

მან ამ წინადადებას უწოდა მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე აშკარა შეტევა, მაგრამ აღნიშნა, რომ წინადადება არ არის თავსებადი DeFi -სერვისებსა და სხვა პროტოკოლებთან, რომლებიც შეუძლებელია დაექვემდებაროს KYC პროცედურას. 

„ვფიქრობ, მომხმარებლები კრიპტოვალუტებს გადაიტანენ იდენტიფიცირებულ საფულეებში, შემდეგ კი Tornado Cash-ის ან სხვა მიქსერის მეშვეობით გაატარებენ, სანამ ესეც არ აიკრძალება“ - აღნიშნა ჩერმაკმა. 

image.png 

შეგახსენებთ, აშშ-ს ხელისუფლება რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა და კრიპტოინდუსტრიას "გამოსამშვიდობებელ საჩუქარს" უმზადებდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან წასვლისას - ამის შესახებ ნოემბერში განაცხადა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა. 

მისი აზრით, ამგვარი წინადადების მიღების შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ არაკონტროლირებად პლატფორმებს, თავად სიტუაცია კი შეერთებულ შტატებს ფინანსური ცენტრის სტატუსის დაკარგვას უქადის. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.