Magdalena Posted December 18, 2020 Posted December 18, 2020 AMD-ის ხელმძღვანელი პირების ბოლოდროინდელი კომენტარი იმედს გვაძლევს, რომ Ryzen Zen 3 მობილური პროცესორები გამოვა მომავალი წლის დასაწყისში. კოდური დასახელება Cezanne-ის სახელით ცნობილმა Ryzen 7 5800H-მა უკვე დატოვა კვალი Acer Nitro ლეპტოპის შემადგენლობაში, Geekbench 5 მონაცემთა ბაზაში. AMD Ryzen 7 5800H პროცესორი, წყაროს თანახმად, შეიცავს რვა ბირთვს მრავალნაკადიანობის მხარდაჭერით, ბირთვების სიხშირის დიაპაზონია 3.2-დან 4.45 გჰც-მდე. გარე წყაროებიდან ცნობილია, რომ Zen 3 თაობის გამოთვლითი ბირთვები უნდა თანაარსებობდეს ამ პროცესორში Vega თაობის ინტეგრირებულ გრაფიკასთან. ასეთი პროცესორები წარმოებული უნდა იყოს 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ამჟამინდელი ვერსიის შესაბამისად. როგორც ჩანს, ლეპტოპი აღჭურვილია 16 გბ DDR4-3200 მეხსიერებით, AMD სავარაუდოდ არ უჭერს მხარს DDR5 ტიპს მობილურ სეგმენტში 2022 წლამდე. წყარო: Geekbench Ryzen 7 4800H Renoir თაობის პროცესორი, რომელიც აღჭურვილია რვა ბირთვით (2.9-დან 4.2 გჰც-მდე სიხშირე), შეიძლება ჩაითვალოს მითითებული Cezanne-მოდელის უშუალო წინამორბედად. რაც შეეხება მხარდაჭერილ მეხსიერებას, Cezanne პროგრესს არ დემონსტრირებს, სიჩქარის მხრივ სხვაობა შესაძლოა განპირობებული იყოს გრაფიკული ქვესისტემის მოდერნიზაციით, Zen 2-დან Zen 3-ზე გადასვლით, აგრეთვე ბირთვების სიხშირის 250-300 მეგაჰერცით გაზრდით. Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში Ryzen 7 4800H-ზე დაფუძნებული ანალოგიური კონფიგურაციის ლეპტოპის ტესტირების შედეგების არსებობა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, რომ ახალი პროცესორი უზრუნველყოფს სიჩქარის 20%-იან ზრდას. http://bit.ly/388ErXh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.