Magdalena Posted December 14, 2020 Posted December 14, 2020 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა მისამართების რაოდენობა, რომელთა ბალანსი 1000 BTC-ზე მეტია. გაიზარდა მონეტების რაოდენობა კრიპტო-ვეშაპის საფულეებშიც. ეს ცნობები გააზიარა Chainalysis-ის უფროსმა ეკონომისტმა ფილიპ გრედუელმა. წლის დასაწყისიდან კატეგორია „1000 BTC და მეტი“ შეივსო 302 ახალი საფულით. ბალანსები შესაბამის მისამართებზე ამ დროში გაიზარდა 1,4 მლნ BTC-ით. „ეს არის ყველაზე მდიდარი საფულეების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები შედიან ბაზარზე ”, - ნათქვამია Chainalysis-ის ყოველკვირეულ ანგარიშში. Glassnode-ის თანახმად, 1000 BTC-ზე მეტი ბალანსის მქონე მისამართების რიცხვმა 2274-ს გასული თვის ბოლოს მიაღწია. 1 იანვარს მაჩვენებელი იყო 2118, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ზრდის მაჩვენებლმა 7%-ს გადააჭარბა. წყარო: Glassnode. 5 BTC-ზე მეტის მქონე მისამართებმა 2020 წელს შეადგინა 2.4 მლნ BTC. ამ რაოდენობის 58% თავმოყრილია კრიპტო-ვეშაპების საფულეებში, რომლებშიც 1000 BTC-ზე მეტია. წლის დასაწყისიდან მოყოლებული 5-დან 10-მდე Bitcoin-ის მქონე მისამართების რაოდენობა 5948-მდე გაიზარდა. ადრე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა ივარაუდა, რომ უახლოეს თვეებში ტრადიციული ბაზრის მრავალი მოთამაშე ინვესტიციას განახორციელებს Bitcoin-ში. ასევე შეგახსენებთ, MicroStrategy აპირებს მოიზიდოს 550 მლნ აშშ დოლარი Bitcoin-ის შეძენის ფინანსირებისთვის. https://bit.ly/345ruvW Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.