Magdalena Posted December 11, 2020 Posted December 11, 2020 Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონის კიდევ ერთი ვერსია, რომლის კონსტრუქციაში დრეკადი დისპლეია გამოყენებული. მოწყობილობის აღწერილობა გამოქვეყნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO). რესურს LetsGoDigital-მა წარადგინა Concept Creator-ის მონაწილეობით შექმნილი მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები. ფოტოები წარმოდგენას გვიქმნის უჩვეულო კონსტრუქციის მქონე მოწყობილობის შესახებ. Xiaomi-ს ჩანაფიქრით, სმარტფონს ორი - ფრონტალური და უკანა ეკრანი ექნება. შესაძლებელია ძირითადი ეკრანი გამოიწიოს კორპუსიდან, რის შედეგად სმარტფონი გარდაიქმნება პატარა პლანშეტად. მომხმარებლებს შეეძლებათ ეკრანის გამოწევა საჭირო სიგრძეზე: მაქსიმალური გაშლის შემთხვევაში მისი სასარგებლო ფართობი ფაქტობრივად ორმაგდება. სპეციალური მექანიზმი საიმედოობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. უკანა ეკრანის წყალობით წინა კამერის საჭიროება გაქრება: მფლობელები შეძლებენ სელფი გადაიღონ ძირითადი მრავალმოდულიანი კამერით და უკანა ეკრანი ვიდეომძებნელის სახით გამოიყენონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შემოთავაზებული დიზაინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. Xiaomi არ საუბრობს მოწყობილობის კომერციული ვერსიის შექმნის გეგმებზე. https://bit.ly/3lZzu7S
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now