Magdalena Posted December 11, 2020 Posted December 11, 2020 Xiaomi-მ წარადგინა სმარტფონის კიდევ ერთი ვერსია, რომლის კონსტრუქციაში დრეკადი დისპლეია გამოყენებული. მოწყობილობის აღწერილობა გამოქვეყნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე (World Intellectual Property Organization, WIPO). რესურს LetsGoDigital-მა წარადგინა Concept Creator-ის მონაწილეობით შექმნილი მოწყობილობის კონცეპტუალური რენდერები. ფოტოები წარმოდგენას გვიქმნის უჩვეულო კონსტრუქციის მქონე მოწყობილობის შესახებ. Xiaomi-ს ჩანაფიქრით, სმარტფონს ორი - ფრონტალური და უკანა ეკრანი ექნება. შესაძლებელია ძირითადი ეკრანი გამოიწიოს კორპუსიდან, რის შედეგად სმარტფონი გარდაიქმნება პატარა პლანშეტად. მომხმარებლებს შეეძლებათ ეკრანის გამოწევა საჭირო სიგრძეზე: მაქსიმალური გაშლის შემთხვევაში მისი სასარგებლო ფართობი ფაქტობრივად ორმაგდება. სპეციალური მექანიზმი საიმედოობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. უკანა ეკრანის წყალობით წინა კამერის საჭიროება გაქრება: მფლობელები შეძლებენ სელფი გადაიღონ ძირითადი მრავალმოდულიანი კამერით და უკანა ეკრანი ვიდეომძებნელის სახით გამოიყენონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შემოთავაზებული დიზაინი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. Xiaomi არ საუბრობს მოწყობილობის კომერციული ვერსიის შექმნის გეგმებზე. https://bit.ly/3lZzu7S Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.