Magdalena Posted December 8, 2020 Posted December 8, 2020 Twitter-ექაუნთ momomo_us-ის მფლობელმა გარკვეული სავაჭრო მომწოდებლის გვერდზე აღმოაჩინა ASUS-სა და Lenovo-ს ჯერ კიდევ დაუანონსებელი ლეპტოპები Ryzen 5000H და 5000U ჩიპებით. მათი ანონსი უნდა შედგეს CES 2021-ზე. ინფორმაციამ Ryzen 5000H სერიის მინიმუმ ოთხი წარმომადგენლის შესახებ ინტერნეტში უკვე გაჟონა საცალო ქსელებიდან. მათ რიცხვს მიეკუთვნება Ryzen 9 5900HX, Ryzen 9 5900HS, Ryzen 7 5800H და Ryzen 5 5600H. გავრცელებული ინფორმაციით მათ Zen3 არქიტექტურა ექნებათ. ფლაგმანურ ვერსია Ryzen 9 5900HX-ს ექნება 8 ბირთვი და 16 ნაკადი. მაქსიმალური სიხშირე გაზრდილი წარმადობის პირობებში იქნება 4.6 გჰც. ენერგომოხმარება: 45 ვატი. ფოტოს წყარო: videocardz ჯერ კიდევ არგამოსულ ლეპტოპ ASUS Zephyrus G14-ის მახასიათებლებში აღმოაჩინეს ჩიპი Ryzen 9 5900HS. იგი გამოირჩევა შემცირებული ენერგომოხმარებით - მაჩვენებელი 35 ვატს შეადგენს. ნაწილობრივ ცნობილია 8-ბირთვიანი Ryzen 5800H ჩიპის ტექნიკური მახასიათებლებიც: მისი ტაქტის სიხშირე წინამორბედთან (AMD Ryzen 7 4800H) შედარებით მაღალი იქნება და შეადგენს 3.2 გიგაჰერცს. ფოტოს წყარო: videocardz AMD Ryzen 5 5600H-ს ექნება 6 ბირთვი და 12 ნაკადი. მისი საბაზისო სიხშირე ამჟამად გავრცელებული ცნობებით შეადგენს 3 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 4.1 გჰც-ს. Ryzen 5 4600H-ის ფონზე საბაზისო სიხშირე 100 მეგაჰერცითაა გაზრდილი. ჩიპების გრაფიკული ქვესისტემის კონფიგურაციების შესახებ მონაცემები ამჟამად მიუწვდომელია. ფოტოს წყარო: videocardz საბითუმო მომწოდებლებისგან ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია AMD-ის U პრეფიქსის მქონე ჩიპების შესახებ. ეს გახლავთ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, ენერგოეფექტური Zen2 პროცესორების სერია. ამ CPU-ების ენერგომოხმარება 25 ვატს არ აღემატება. რვაბირთვიანი Ryzen 7 5800U ჩიპის საბაზისო სიხშირე იქნება 2 გჰც, მაქსიმალური - 4.4 გჰც. გავრცელებული ცნობებით, მას ექნება 8 ვიდეობირთვი 2 გჰც სიხშირით. Ryzen 7 5600U მოდელის მახასიათებლებია 6 ბირთვი და 2/4.3 გჰც სიხშირე. სერიის ყველაზე უმცროს Ryzen 3 5300U ჩიპს ექნება 4 ბირთვი, თითოეული მათგანი იმუშავებს 2.6 გჰც სიხშირეზე. ტურბო-რეჟიმში მიიღწევა 3.85 გჰც. ორივე, AMD Ryzen 5000H და Ryzen 5000U სერიის ჩიპების, აგრეთვე მათ ბაზაზე შექმნილი მოწყობილობების წარდგენა უნდა შედგეს 2021 წელს. https://bit.ly/3qznUnq Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.