Magdalena Posted December 7, 2020 Posted December 7, 2020 Bitcoin-ის ახალმა ისტორიულმა მაქსიმუმმა და 1 დეკემბერს Ethereum 2.0 ნულოვანი ფაზის ამოქმედებამ გამოიწვია რეკორდული თვიური სავაჭრო ბრუნვა Binance-ზე პლატფორმის დაარსების დროიდან მოყოლებული - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ანგარიშში. 26 ნოემბერს Binance Futures-ის დერივატივების განყოფილებამ ისტორიაში ყოველდღიური ვაჭრობის მაქსიმალური მოცულობა 37 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირა. ნოემბრის თვეში პლატფორმის მთლიანმა ბრუნვამ 450 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მაღალ სავაჭრო აქტივობას ხელი შეუწყო Bitcoin-ის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე მიღწევამ სპოტ-ბაზრებზე. ნოემბრის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი თითქმის 40%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 350 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა CoinGecko-ს თანახმად. ვაჭრობის მოცულობის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე მიღწევისას ჯამურმა ღია ინტერესმა რეკორდული 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ღია ინტერესის საშუალო მაჩვენებელი ნოემბერში გაიზარდა 58%-ით 1.9 მილიარდამდე ოქტომბრის 1.2 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. ღია ინტერესის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. თუ ნოემბრის პირველ ნახევარში ბაზრის მონაწილეები ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ Bitcoin-ფიუჩერსებზე რაც მთლიანი სავაჭრო მოცულობის 60% -ს შეადგენდა, თვის მეორე ნახევარში ინტერესი მიენიჭა Altcoin-ებს. ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ETH2-ის ნულოვანი სტადიის ამოქმედების მოლოდინით. კაპიტალიზაციის მხრივ მეორე კრიპტოვალუტის ფასი ნოემბერში 59%-ით გაიზარდა. Bitcoin-ისა და Altcoin-ების ვაჭრობის მოცულობის თანაფარდობა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. შეგახსენებთ, Binance-მა გამოაცხადა Ethereum 2.0 სტეიკინგის ამოქმედება. პლატფორმამ სერვისზე წვდომა 2 დეკემბერს გახსნა. Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao შევიდა Bloomberg-ის გლობალური კუმირებისა და ინოვატორების 50-ეულში. https://bit.ly/36K8pkK Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.