Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Bitcoin-ის ახალმა ისტორიუმა მაქსიმუმმა და 1 დეკემბერს Ethereum 2.0 ნულოვანი ფაზის ამოქმედებამ გამოიწვია რეკორდული თვიური სავაჭრო ბრუნვა Binance-ზე პლატფორმის დაარსების დროიდან მოყოლებული - ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ანგარიშში. 

26 ნოემბერს Binance Futures-ის დერივატივების განყოფილებამ ისტორიაში ყოველდღიური ვაჭრობის მაქსიმალური მოცულობა 37 მილიარდი აშშ დოლარ დააფიქსირა. ნოემბრის თვეში პლატფორმის მთლიანმა ბრუნვამ 450 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

მაღალ სავაჭრო აქტივობას ხელი შეუწყო Bitcoin-ის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე მიღწევა სპოტ-ბაზრებზე. ნოემბრის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი თითქმის 40%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაცია 350 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა CoinGecko-ს თანახმად. 

image.png 

ვაჭრობის მოცულობის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. 

Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე მიღწევისას ჯამურმა ღია ინტერესმა რეკორდული 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ღია ინტერესის საშუალო მაჩვენებელი ნოემბერში გაიზარდა 58%-ით 1.9 მილიარდამდე ოქტომბრის 1.2 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. 

image.png 

ღია ინტერესის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. 

თუ ნოემბრის პირველ ნახევარში ბაზრის მონაწილეები ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ Bitcoin-ფიუჩერსებზე რაც მთლიანი სავაჭრო მოცულობის 60% - შეადგენდა, თვის მეორე ნახევარში ინტერესი მიენიჭა Altcoin-ებს. 

ეს შეიძება გამოწვეული ყოფილიყო ETH2-ის ნლოვანი სტადიის ამოქმედების მოლოდინით. კაპიტალიზაციის მხრივ მეორე კრიპტოვალუტის ფასი ნოემბერში 59%-ით გაიზარდა. 

image.png 

Bitcoin-ისა და Altcoin-ების ვაჭრობის მოცულობის თანაფარდობა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. 

შეგახსენებთ, Binance-მა გამოაცხადა Ethereum 2.0 სტეიკინგის ამოქმედება. პლატფორმამ სერვისზე წვდომა 2 დეკემბერს გახსნა. 

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao შევიდა Bloomberg-ის გლობალური კუმირებისა და ინოვატორების 50-ეულში. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.